ცნობადი მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, ერთი წელია რაც ბიზნესმენ ნიკა ნაყოფიას ცოლი გახდა.
წყვილი ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდა. ისინი საერთო ფოტოებს ბოლო დროს უფრო ხშირად აქვეყნებენ, ძველ პერიოდთან შედარებით.
ნანუკამ და მისმა მეუღლემ ზაფხული საზაფხულო კურორტებზე გაატარეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რასთან დაკავშირებითაც მოდელმა პოსტიც დაწერა: "საქართველოს კურორტებმა ძალიან გვასიამოვნა. ბედნიერებაა, როცა მთელ ოჯახთან ერთად ატარებ წელიწადის ამ უტკბილეს დროს"..
მეუღლეს საიუბილეო თარიღი „ინსტაგრამის“ მეშვეობითაც მიულოცა: "ერთი წელი ერთმანეთისთვის, ერთი წელი ხელის თხოვნიდან. ვულოცავ საკუთარ თავს და შენც."
წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო. ერთად გადავხედოთ მათ ფოტოებს: