რამდენიმე დღის წინ საქართველოს მე-2 პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა რძალმა თათია შარანგიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ შემთხვევის შესახებ დაწერა, რომელიც მის პატარა ვაჟს გადახდა.
"ანდრუშა აუზში ჩავარდა. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი, შემზარავი კივილი და არაადეკვატური რეაქციები იყო", - წერდა შარანგია.
თათია ასევე აღნიშნავდა, რომ მისი შვილი ახალგაზრდამ, ლუკა მურვანიძემ გადაარჩინა. "თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არ ვიცი, საიდან გაჩნდა წამებში, უშიშარი, გამბედავი", - წერდა "ფეისბუქზე" ექსპრეზიდენტის ყოფილი რძალი.
ამჯერად თათია შარანგია პატარა ანდრუშასა და მისი გადამრჩენელის, ლუკას ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს და მას საჯაროდ უხდის მადლობას. გაგრძელება