სალომე გოგიაშვილის პოსტებს თვალს უამრავი ქალბატონი ადევნებს.
სალომე ამჟამად 52 კილო არის. მას გამომწერებმა კითხვა დაუსვეს, სასურველ ფორმას ვარჯიშის წყალობითაც დაუბრუნდა თუ არა, რაზეც სალომემ განაცხადა, რომ ეს შედეგი, სამწუხაროდ, ვარჯიშით არ მიუღია, მაგრამ დიეტა გაამხილა, რომლითაც სანატრელ მდგომარეობას დაუბრუნდა.
"ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, რასაც გამომწერების მხრიდან ბევრი კომენტარი მოჰყვება.
აქვე გთავაზობთ სალომეს მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ დიეტასაც, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია:
- 1 დღე, 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
- 2 დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრამი
- 3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ
- 4 დღე: მოხარშული ბრინჯი 200 გრ
- 5 დღე: მოხარშული კარტოფილი 6 ც.
- 6 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.
დიეტის პარალელურად, შეგიძლიათ მიირთვათ ყავა ან ჩაი უშაქროდ, ასევე კეფირი. მარილი მინიმალური რაოდენობით. რეკომენდებულია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება.