2020 წლის 23 სექტემბერს Samsung-მა S20 სერიის ახალი წარმომადგენელი, Galaxy S20 FE შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს. FE იშიფრება, როგორც Fan Edition (ფანების გამოცემა), რაც კარგად ხსნის სმარტფონის არსს. Samsung-ი ყოველთვის გულდასმით უსმენდა საკუთარ გულშემატკივრებს, რადგან საბოლოოდ, მომხმარებლის აზრი ყოველთვის მთავარია მომავალი პროდუქტის დიზაინისა და ტექნოლოგიური სრულყოფისთვის. ზუსტად ამ „კოლაბორაციის“ შედეგია "სამსუნგის" უახლესი სმარტფონი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ამავდროულად, ფლაგმანურ ფუნქციებს მოიცავს და S სერიის სტანდარტებისთვის აუცილებელ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს.
Covid 19-მა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო; და სწორედ დისტანციური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გააქტიურდა ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის. Samsung Galaxy S20 FE ზუსტად ის სმარტფონია, რომელიც აწვდის ფლაგმანური ფუნქციების რიგით მომხმარებელს მისაღებ ფასში.
Samsung Galaxy FE-ს აქვს 6.5-ინჩიანი უსაზღვრო Super AMOLED ეკრანი 405 ppi-თ (პიქსელების სიმჭიდროვე) და HDR10+ მხარდაჭერით, რაც საოცრად მკვეთრ, ბუნებრივ და ნათელ ფერებს გვპირდება. მისი მთავარი სიამაყე კი 120-ჰერციანი ეკრანია. სტანდარტულ 60-ჰერციან ეკრანებთან შედარებით, ეკრანზე მოძრაობის ბუნდოვანება 2-ჯერ ნაკლებია. საბოლოოდ ეს ეკრანის ანიმაციის 50%-ით უფრო მაღალ აღქმას გვაძლევს. Galaxy S20 FE წარმოდგენილია Samsung-ის 7nm-იანი პროცესორით Exynos 990-ითა და 6GB ოპერატიული მეხსიერებით, შიდა მეხსიერება - 128 GB ), რაც გაჯეტს ერთ-ერთ უსწრაფეს სმარტფონად აქცევს.
სმარტფონს, რომელსაც 6.5-ინჩიანი და 120-ჰერციანი ეკრანი აქვს, ნამდვილად სჭირდება კარგი აკუმულატორი. Galaxy S20 FE წარმოდგენილია 4500 mAh ელემენტით, რომელიც ენერგოეფექტურ პროცესორთან თანწყობაში ერთ სრულ დღეს მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი გასტანს. სმარტფონს ასევე აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია და მოჰყვება 15-ვატიანი სატენი. შესაძლებელია 25-ვატიანი სატენის ცალკე შეძენაც.
რაც შეეხება კამერებს, აქ გვხვდება სამმაგი კამერის სისტემა, რომელსაც "სამსუნგი" უკვე (pro-grade) პროკლასის გამოცდილებად მოიხსენიებს. მთავარი კამერა 12MP-იანი სენსორითა და უსწრაფესი ორმაგი პიქსელის ავტოფოკუსით გვხვდება. მეორე ტელეფოტო კამერას აქვს 8 MP-იანი სენსორი და შესანიშნავ პორტრეტულ ფოტოებს გვთავაზობს. ხოლო მესამე, ულტრაგანიერი კამერა ასევე 12 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და იდეალურია არქიტექტურული ნაგებობებისა და ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. კამერებს აქვთ შესანიშნავი დინამიკური დიაპაზონი, მკვეთრი ფერები, სტაბილური ექსპოზიცია და ძალიან კარგად ართმევს თავს ფოტოების ღამით გადაღებას. ვიდეოს გადაღება აქ 4K ფორმატში ხორციელდება და სმარტფონი იყენებს "სამსუნგის" ყველა არსებულ ტექნოლოგიას, სტაბილური და დინამიური ვიდეონამუშევრების შესაქმნელად. რაც მთავარია, ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის სმარტფონში ჩაშენებულია 30X კოსმიური ზუმის (Space Zoom) ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შორეული კადრების დეტალური დაფიქსირება.
როგორც პრემიალურ მოწყობილობას შეშვენის, Samsung Galaxy S20 FE დახუნძლულია სენსორებით, მათ შორის: თითის ანაბეჭდის ოპტიკური სენსორი ეკრანში, 2D სახის ამომცნობი, კომპასი, აქსელერომეტრი, ბარომეტრი, გიროსკოპი, მანძილის სენსორი, სინათლის სენსორი და ა.შ. ასევე სმარტფონში განთავსებულია ყველა ის თანამედროვე ფუნქცია, რომლითაც "სამსუნგი" ძალიან ამაყობს: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, Always On Display, ლურჯი ნათების ფილტრი, WiFi Direct, მულტიფანჯარა, ბიქსბის ინტელექტუალური ასისტენტი. სმარტფონს გააჩნია სტერეოდინამიკები, Dolby Atmos მხარდაჭერით, ასევე უსადენო Samsung DeX და ენერგიის გაზიარების ფუნქციები.
ქართველი ფანების ოცნება ახდა, ფლაგმანური სმარტფონი მისაღებ ფასად უკვე ხელმისაწვდომია. Galaxy S20 FE-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო! "სამსუნგის" ოფიციალურ პარტნიორ ქსელებში უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ Galaxy S20 FE "სამსუნგის" ჰოლოგრამით და საჩუქრად მიიღოთ უახლესი ფიტნეს-საათი Galaxy Fit2, ასევე ეკრანის დაცვის 1-წლიანი გარანტია. ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს შემდეგი ფერები: ლურჯი, ლავანდა, მწვანე და წითელი. წინასწარი გაყიდვები "სამსუნგის" ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი: "ალტა", "ელიტ ელექტრონიკსი", "მეტრომარტი", "მეგატექნიკა".
აქვე გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონის შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით "სამსუნგის" პარტნიორ მაღაზიებში. სმარტფონს, რომელსაც აქვს ჰოლოგრამა, მოჰყვება ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. სერვისცენტრები დაზიანებულ ნაწილებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით ჩაანაცვლებს. თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე, სმარტფონი მორგებული იქნება საქართველოში არსებულ ყველა მობილური ოპერატორის ქსელებთან. ამ უამრავი მიზეზის გამო Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ ორიგინალი სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.
დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!