მომავალი პატარძალი სადედამთილოს კაბის გამო დაუპირისპირდა. პატარძალი თვლის, რომ მისი სადედამთილო ისეთი კაბის ჩაცმას გეგმავს ქორწილში, რომლის გამოც მას შერცხვება.
ბრიტანელი ქალის თქმით, სადედამთილომ მას იმ კაბის ფოტო გაუგზავნა, რომლის ჩაცმასაც ქორწილში აპირებს.
კაბის ფოტო საპატარძლომ "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში ატვირთა და ჯგუფის წევრებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ მის შესახებ და წერდა, რომ არ სურდა სადედამთილოსთვის ამ კაბის ჩაცმის უფლება მიეცა.
მომავალი პატარძლისთვის საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოულოდნელი აღმოჩნდა. ადამიანებმა სოციალური ქსელიდან მას პირდაპირ და დაუფარავად უთხრეს,
რომ ასეთი დამოკიდებულება უსამართლობა იყო და რომ მას არ ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა, თუ რას ჩაიცვამდა მისი დედამთილი.
კაბა საზაფხულოა, თხელი გახლავთ, ყვავილებით არის გაფორმებული და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არც ისე შეუფერებელია ქორწილისთვის. გაგრძელება