ტოსტი ავოკადოთი თუ ომლეტი? თუ ყველაფერი ერთდროულად?
საუზმე - ყველაზე აუცილებელი პერიოდი საკვების მისაღებად, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, თუკი დილით ტკბილს მივირთმევთ, მაშინ დღის განმავლობაში ხშირად მოგვშივდება. სამაგიეროდ, დილით ნოყიერი საუზმე წონის კლებაში დაგვეხმარება.
დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები რეკომენდაციას უწევენ ბუნებრივ შიმშილის გრძნობას. თუკი დილით გაღვიძებისას ბევრს ვერ მიირთმევთ, არ არის აუცილებელი, ძალა დაატანოთ თავს. უბრალოდ გადაწიეთ საკვების მიღების დრო იმ პერიოდამდე, როცა მოგშივდებათ.
როგორ გვეხმარება საუზმე წონის კლებაში?
გერმანიაში, ლუბეკის უნივერსიტეტში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაბალანსებული საუზმე დღის განმავლობაში კალორიების წვას უწყობს ხელს და უფრო მეტი ენერგიით მუხტავს ორგანიზმს. ეს დაკავშირებულია ირიბ მეტაბოლიზმთან, რომელიც პიკში სწორედ დილის პერიოდში იმყოფება. 12 სთ-მდე თქვენი ორგანიზმი ბევრად მეტ კალორიას ითვისებს, ვიდრე დღის მეორე ნახევარში. ამიტომ დილის ვარჯიშები წონის კლების სწრაფი მეთოდია. ვარჯიში მნიშვნელოვანია დილით მშიერ კუჭზე. ვარჯიშის შემდგომ ყველაზე მსუყე საუზმეც კი წონის კლებას შეუწყობს ხელს. იმისათვის, რომ არ მოგშივდეთ დღის განმავლობაში, უნდა მიირთვათ მაქსიმალურად ცოტა ტკბილეული და არ წაიხემსოთ ხშირად. რაც უფრო დიდი დრო გავა საკვების მიღებიდან მიღებამდე, უფრო უკეთესია.
რა მივირთვათ წონაში დასაკლებად?
- ჯანსაღი საკვები დიეტებში ცენტრალურ ადგილს იკავებს, ის არა მარტო გასახდომად არის ეფექტური, არამედ ორგანიზმისთვის ენერგიით დასამუხტად. ამ დიეტის თანახმად, საკვების უმეტესობა დილით უნდა მიირთვათ, საშუალო ულუფები - დღისით და ყველაზე მცირე - საღამოს. ასეთი განრიგი ორგანიზმს დროს აძლევს საჭმლის გადასამუშავებლად და ქმნის კალორიის დეფიციტს.
- საკვების მიღებისას ულუფები ყოველ ჯერზე უნდა შეამციროთ.
- ნახშირწყლების გარდა, კვების რაციონში უნდა იყოს ახალი ხილი და ბოსტნეული.
- შვრია და ჭვავის პური მნიშვნელოვანია საკვებ რაციონში, ჯანსაღი ნახშირწყლები ორგანიზმს ენერგიით მუხტავს.
- ცილა დაგანაყრებთ და დიდხანს დაგიტოვებთ ნაყროვანების შეგრძნებას. თუკი სპორტით ხართ დაკავებული, ცილები აუცილებლად უნდა იყოს კვების რაციონში.
ამ წესების გათვალისწინებით, იდეალური საუზმის რეცეპტი ასე გამოიყურება: იოგურტი ხილით და შვრიით, სმუზი ბოული, ტოსტი ავოკადოთი და კვერცხით ან ომლეტი ბოსტნეულით და ტოსტით.
რატომ უწყობს სწორი კვება წონის კლებას ხელს?
- თითქმის ყველა დიეტის არსი მდგომარეობს არა ნაკლები საკვების მიღებაში, არამედ რაციონის რადიკალურად შეცვლაში. საკვების მიღების დროის გამოტოვება არ შეიძლება. ასევე დაუშვებელია დილით მსუყედ საუზმობა და შემდეგ მთელი დღე შიმშილი. ასე ვერ გახდებით. შეგიძლიათ სწორი კვება შეუსაბამოთ ინტერვალურ კვებას და ორგანიზმს მისცეთ დრო საკვების გადასამუშავებლად. ესეც დაგეხმარებათ წონის სწრაფად კლებაში.
წყარო: elle