როგორც ცნობილია, მამაკაცები, ქალბატონებისგან განსხვავებით, სიყვარულს ცოტა უცნაურად, მეტი სიფრთხილითა და კიდევ უფრო მეტი თავშეკავებულობით გამოხატავენ. განსაკუთრებით კი, ის მამაკაცები, რომლებიც საკუთარ გრძნობებზე საუბარს გამუდმებით ერიდებიან. თუ შემთხვევით ამ 5 ნიშნიდან რომელიმეს თქვენ გვერდით მყოფ ძლიერი სქესის წარმომადგენელს შეამჩნევთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენ მისთვის სულერთი არ ხართ.
ის თქვენით დაინტერესებულია
მამაკაცი, რომელიც სერიოზულად არის შეყვარებული, ის აუცილებლად დაინტერესდება, თუ როგორ ჩაიარა თქვენმა ერთმა ჩვეულებრივმა ან არაჩვეულებრივმა დღემ. ასეთია შეყვარებული ადამიანის ბუნება. მას სურს იცოდეს, თუ რამ გაგახარათ ან თუნდაც გაგაბრაზათ დღის განმავლობაში.
თქვენთვის დროს ის ყოველთვის პოულობს
რა თქმა უნდა, მან მთელი თავისი თავისუფალი დრო თქვენ არ უნდა მოგიძღვნათ, თუმცა ის აუცილებლად ეცდება, რომ საკმარისი დრო დაგითმოთ, რათა ერთად შეძლოთ თუნდაც დღის გარკვეული მონაკვეთის გატარება. წაიკითხეთ ვრცლად