ყოფილები საჭიროა იმისათვის, რომ იცოდეთ, თუ რამდენად კარგი გახდით თავად...
სამწუხაროდ, ყველას არ მოაქვს ჩვენთვის ბედნიერება. ერთნი იმისათვის არიან საჭირონი, რომ ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღოთ, მეორენი - ჩვენ გასაძლიერებლად, ხოლო მესამენი - საკუთარი თავის საპოვნელად.
ისინი ყოველთვის იდეალურები ვერ იქნებიან.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტოქსიკური ურთიერთობების შემდეგ?
1. ურთიერთობებმა თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და მსუბუქი უნდა გახადოს
- არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალეულობით მოხდა განშორება. ორივე მხრიდან რთულია დამშვიდობება, თუმცა დროდადრო ვაანალიზებთ ფაქტს, რომ ურთიერთობები, რომლებიც საკმაოდ რთულია, დაძაბული და ზედმეტად აბურდული, უნდა დასრულდეს. აუცილებელია იცოდეთ, რომ ურთიერთობა ჯანსაღი არის მაშინ, როცა ჰარმონია და სიმსუბუქეა ორივე მხრიდან. თუკი ნეგატივი უფრო მეტია, ვიდრე პოზიტივი, უმჯობესია, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე.
2. ურთიერთობებში თავი ხაფანგში არ უნდა იგრძნოთ
- არ უნდა გრძნობდეთ საშიშროებას პარტნიორთან ურთიერთობაში. აუცილებელია იცოდეთ, რომ თქვენი კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია.
3. კონცენტრირდით ბედნიერებაზე
- თუკი ტოქსიკური ურთიერთობებიდან ახალი გამოსული ხართ, სავარაუდოდ, ტვინში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებთ: "როგორ ვიპოვი კარგ და ჩემ შესაფერის ადამიანს?" მერწმუნეთ, კარგი ადამიანები არიან გარშემო და არ ღირს პარტნიორის ძებნა მხოლოდ იმისათვის, რომ არ იგრძნოთ თავი მარტო. გარშემო მეგობრები და ოჯახის წევრები შემოიკრიბეთ, რომლებიც პარტნიორის მიტოვების შემდეგაც თქვენ გვერდით იქნებიან. მანამ, სანამ ახალ ურთიერთობებზე გადახვალთ, აიღეთ პაუზა საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად. უნდა გადაახარისხოთ ურთიერთობები და ის წარსულის შეცდომები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. სწორედ მაშინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი, როცა არ ელით. თუკი ძებნას დაიწყებთ, მაშინ დიდია ალბათობა, ვერ იპოვოთ.
4. სამყაროში ბევრი ღირსეული მამაკაცია
- თუკი ყოფილმა თქვენი გული დაამსხვრია, გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში არაფერი შემთხვევით არ ხდება, განშორებაც კი რაღაც სიახლის დასაწყისია. შესაძლოა, ღირსეულის გაცნობამდე ბევრ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, მაგრამ ესეც ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომლისგანაც უნდა მიხვდეთ, რა გსურთ თქვენი საყვარელი ადამიანის შეხვედრისას. ხოლო როცა ჰორიზონტზე შეხვდებით "იმ ერთადერთს", მიხვდებით, რომ არ გამოგრჩებათ ყურადღების ცენტრიდან.
5. შესაძლოა განშორების გადასატანად დიდი დრო დაგჭირდეთ
- ნეგატიური შედეგების გადასამუშავებლად შესაძლოა იმაზე მეტი დრო დაგჭირდეთ, ვიდრე გეგონათ. ყველაფერი დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენად რთული იყო ეს განშორება. გახსოვდეთ, საშიში ამაში არაფერია. არავინ ელის იმას, რომ ურთიერთობა ერთ კვირაში დაიწყოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ხანგრძლივი ურთიერთობა დაასრულეთ. ეს ჩვეულებრივია რომ რაღაც პერიოდი უგუნებოდ იქნებით. ამ პერიოდის გადატანაში მეგობრები, სიცილი, საკუთარ თავზე კონცენტრაცია დაგეხმარებათ. დაფიქრდით ამაზე: მაშინაც კი, როცა ყველა მიდის, თქვენს თავს მხოლოდ თქვენ ჰყავხართ.
6. თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს
- ეს აქსიომა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. არ ღირს იმ ურთიერთობების მიღება, რომლებსაც არ იმსახურებთ. კომპრომისები არ არის საჭირო. სამყაროში ბევრი სასიამოვნო მამაკაცია, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენ შეგხვდებათ აუცილებლად.
წყარო: cluber