ადამიანები სოციალურ ქსელში მინიმუმ კვირაში საშუალოდ 8 საათი იმყოფებიან. ასე რომ, დიდი შანსია, რომ ვირტუალური ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზარდოს. ამასთანავე, მთავარია, გაერკვეთ კომუნიკაციის დროს, რომელი ადამიანი არ არის გულგრილი თქვენ მიმართ და თუ თქვენც მოგწონთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ქვემოთ გაეცნობით მიმოწერის 9 ნიშანს, რაც მიანიშნებს, რომ საპირისპირო სქესს აშკარად მოსწონხართ და თქვენთან ურთიერთობების გაღრმავება სურს.
ინიციატივა
ხშირ შემთხვევაში ადამიანი საუბრის ინიციატორია? როგორც შეხვალთ ქსელში, მაშინვე გწერთ? მინიმუმ თქვენთან საუბარი სურს, მაქსიმუმ, სპეციალურად ელის თქვენ გამოჩენას სოციალურ ქსელში. მოკლედ, როგორც რეალურ ცხოვრებაშია: პაემანსაც ხომ ისე, უბრალოდ არავინ დაგინიშნავთ.
უკუსიტუაცია: უბრალოდ გპასუხობთ და საუბრის გაგრძელება აშკარად აღარ სურს. ნუ შეიქმნით ილუზიებს, რომ "საქმე აქვს და არ სცალია". მთელი დღის განმავლობაში ყოველთვის გამოძებნის დროს...
კორექტულობა და თავაზიანობა
კარგი ნიშანია, როდესაც თანამოსაუბრე მაქსიმალურად კორექტული და თავაზიანია, ცდილობს ერუდიცია გამოავლინოს, არ ისვრის გულგრილ ფრაზებს, ვთქვათ "შენი საქმეა, როგორც გინდა", არ ხმარობს უცენზურო სიტყვებს, ყოველ შემთხვევაში, პირველი მაინც. მოკლედ, ცდილობს, თქვენს თვალში კარგი გამოჩნდეს. გაგრძელება