სანამ პრინც ჰარიზე დაქორწინდებოდა და სამეფო ოჯახის ნაწილი გახდებოდა, მეგან მარკლი (39) ხშირად ატარებდა წითელ, ალუბლის და ფუქსიის ტონის პომადებს, მაგრამ ჰერცოგინიის სტატუსის მიღების შემდეგ მას აღარ შეეძლო მკვეთრი მაკიაჟის გაკეთება და ამიტომ, ნატურალურ ტონებზე გადავიდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრის ტიტულზე უარი თქვეს, ჰერცოგინიამ უფრო თამამად დაიწყო მკვეთრი მაკიაჟის გამოყენება, რადგან ის აღარ შემოიფარგლება მკაცრი წესებით.
ცოტა ხნის წინ მეგანი ალუბლისფერი პომადით გამოჩნდა.
გოგონების საერთაშორისო დღე 11 ოქტომბერს აღინიშნება და დღესასწაულის პატივსაცემად, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი პირდაპირ ეთერში შეხვდნენ ახალგაზრდა აქტივისტს, მალალა იუსუფზაის.