შემოდგომა ყველაფერს ცვლის, ჩვენს განწყობას, ჩაცმის სტილს, ხასიათს და რა თქმა უნდა, ინტერიერს. ამ დროს ვცდილობთ სახლში რაღაც ისეთი დეტალები დავამატოთ, რომელიც შესაბამის სეზონსა და ამინდს მუდმივად შეგვახსენებს.
ნახეთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ
მორთეთ სასადილო მაგიდა

დააწყვეთ მაგიდაზე ხელსხოცები, აქსესუარები და უკეთესი იქნება თუ გოგრასაც დაუთმობთ ადგილს. შემოდგომა გოგრის სეზონია და მისთვისაც უნდა გამოიძებნოს სუფრაზე ადგილი.
შეიძინეთ კალათები

ფერად შემოდგომას კალათები უხდება, ეს შესაბამის განწყობას, სტილსა და აურას ქმნის. კალათების ინტერიერში დამატებით შემოდგომის განწყობას და დახვეწილ ინტერიერს შექმნით.
ბალიშები არ დაგვავიწყდეს

როგორც ცნობილია, ბალიში ინტერიერში მეტ სიმყუდროვეს ქმნის, თქვენი სახლის მოსაწყობად კომფორტი არასდროს არის ზედმეტი და დროა, შემოდგომის ინტერიერს ბალიშები დაუმატოთ.
გამოალაგეთ პლედები

ბალიში პლედის გარეშე სრულყოფილებას არღვევს, ამიტომ პლედები გამოალაგეთ და სახლის რამდენიმე კუთხეში დააწყვეთ, ეს შემოდგომის განწყობას გაამძაფრებს და თქვენი სახლის საშემოდგომო ინტერიერს უკეთ შეიძენს.
ბოლო და უმთავრესი, შეაგროვეთ ყვავილები

ამ სეზონზე ბუნება ჭკნება და ცოტახანს ძლისთვის ემზადება, თქვენ ამ დროს დრო უნდა იხელთოთ და ლამაზი მინდვრის ყვავილები შეაგროვოთ, ეს დეტალი ინტერიერს საოცრად უხდება და მაშინვე ცვლის სახლის იერს.
წყარო:www.townandcountrymag.com