სუპერმოდელმა როუზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ კანთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მან განაცხადა, რომ პრობლემურ ზონაზე ძალიან ზრუნავს და აკონტროლებს თავის დიეტას, რომ აკნე და ანთებითი პროცესი არ განვითარდეს.
როუზიმ თავის YouTube-არხზე, ახალ ვიდეოში უამბო გამომწერებს, თუ როგორ აკონტროლებს პრობლემურ და მგრძნობიარე კანს და როგორ მიაღწია შედეგს.
როუზის ურჩევნია გამოიყენოს ისეთი მჟავებით გამდიდრებული სახის გელი, რომელიც ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოშორებას, გამონაყარის გაქრობას და კანზე ერთგვაროვანი ფერის შენარჩუნებას.
მოდელი ამ შემთხვევაში უპირატესობას iS Clinical-ის სახის გამწმენდს ანიჭებს.
- მოდელმა დიდი ხანია უარი თქვა ისეთ სახის მოვლის პროდუქტებზე, რომლებიც ზეთოვან კომპონენტებს შეიცავს. მისი აზრით, სწორედ ასეთი პროდუქტები უწყობენ ხელს სახეზე გამონაყარის გაჩენას და ფორებზე ახდენენ ზეგავლენას, რაც სახეზე ანთებით პროცესს იწვევს.
- მოდელი გირჩევთ, აირჩიოთ სახის მოვლის შედარებით მსუბუქი პროდუქტები, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებით, რომლებიც კანს მთელი დღის განმავლობაში დაიცავს.
ცხიმიანი კანის წინააღმდეგ საბრძოლველად, მოდელი ირჩევს მსუბუქ სპრეის და სახის ნიღაბს მათეთრებელი ეფექტით. ისინი დღის განმავლობაში ახდენენ ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას და კანს ეხმარებიან. როუზის ყველაზე მეტად უყვარს "კოდალის სილამაზის ელექსირი" მენთოლითა და ყურძნის ექსტრაქტით.
მაგრამ მოდელის პრობლემური კანის იდეალური მდგომარეობის მთავარი საიდუმლო არის ის, რომ სწორად იკვებება. როუზი დარწმუნებულია, რომ ვერანაირი საშუალება ვერ დაეხმარება, თუ ის განაგრძობს ტკბილეულის, სწრაფი კვების საკვების და ცხიმიანი საკვების მიღებას. თუ დიეტიდან ამოიღებთ მსგავს საკვებს და მის რჩევას გაითვალისწინებთ, კანის მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება და ანთებითი პროცესიც გაქრება.
წყარო: peopletalk