შატილის ტრაგედიას სასწაულებრივად გადარჩენილი სამივე გოგონა: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატალია თხელიძე - დღეს საკუთარ სახლში გადის რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ აქვთ პასუხები მომხდარზე და გამოძიების დასრულებას და დამნაშავეების დასჯას ელოდებიან.
AMBEBI.GE-მ შევძელით სამივე მათგანთან ინტერვიუს ჩაწერა. დღეს გთავაზობთ ნატალია თხელიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს და ის პირველად იხსენებს თავს გადამხდარ ამბებს:
ნატალია თხელიძე:
- ჩემს მოსწავლესთან, ხატია ზაალიშვილთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ, დავკარგე, შატილის ტურზე წავედი. იმის გააზრება მიჭირს, რაც ჩვენს თავს მოხდა. ხატიას 4 წლის წინ ვასწავლიდი და ძალიან დავმეგობრდით. თვითონაც ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა. გვინდოდა მათი ტურით წავსულიყავით, მაგრამ რადგან მათი ტური გადაიდო, წავედით კომპანია "თრეველერ ჯი"-თი. არასოდეს მქონია შიში, განსაკუთრებით, ტურისტული კომპანიების და არც არასოდეს დავფიქრებულვარ მანქანის გაუმართაობაზე. ყოველთვის ნდობა მქონდა. შესაბამისად, არაფერი გადაგვიმოწმებია.
- იმ საბედისწერო დღეს როგორ გაიხსენებთ?
- მახსოვს, როგორ ვერთობოდით. არ მახსოვს, მანქანა გაფუჭებულიყო ან რამე პრობლემა გვქონოდა გზაში. გავერთეთ, კარგად იყო ყველაფერი. უკან ვბრუნდებოდით და ის, რაც მოხდა, დღემდე დაუჯერებელია ჩემთვის. ზოგადად, ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს პირველი ტური იყო, სადაც არავინ გამიცნია. ავედით, მივესალმეთ ყველას, დავსხედით ერთად მე და ხატია და მთელი გზა ერთად ვსაუბრობდით. არავინ გამიცნია. გაგრძელება