2021 წლის მბრძანებელი ჯიუტი ხარი იქნება. ის არის მიზანდასახული, გააზრებულად და შეუპოვრად მიიწევს სასურველისკენ, რქებით იგერიებს ყველა წინააღმდეგობას და აღწევს კიდეც მიზანს. ის ერთნაირი პასუხისმგებლობით ასრულებს წვრილ დავალებებსაც და მსხვილ ვალდებულებებსაც. 2011 წელი თეთრი მეტალის ხარის წელი იქნება.
საუკეთესო წელია მათთვის, ვინც სიახლეებს არ უშინდება, ვინც მუდმივად "ცეცხლს ეთამაშება" და ვისაც აქვს კონკრეტული მიზნები. ვირთხის წლისგან განსხვავებით, ხარი მოგვიტანს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას. მთავარია, დაისახოთ კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეთ მათი რეალიზება.
მეტალის ხარის წელი 2021 წლის 12 თებერვალს დადგება. ხარის წელში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, არიან ძლიერები და ჯანმრთელები. უყვართ ოჯახური ტრადიციები და არიან მათი მიმდევრები. იმისათვის, რომ ხარმა მთელი წლის განმავლობაში სიკეთით გაგანებივროთ, ბეჯითად ისწავლეთ და იმუშავეთ. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, დაიწყეთ სახლის მშენებლობა, გაახარეთ ბაღი. კარგი წელია ოჯახის შესაქმნელად, შვილების გასაჩენად, საოჯახო ბიზნესის შესაქმნელად ან უკვე არსებულის გასაუმჯობესებლად.
ხარის წელში არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებებს და პირველ რიგში, სასიყვარულო სფეროში. იყავით ურთიერთობის დაწყების ინიციატორი, გამოუტყდით პარტნიორს გრძნობებში. 2021 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება მათთვის, ვინც მამლის, ხარის, ცხენისა და მაიმუნის წლებში დაიბადა.
გაუფრთხილდით ოჯახს, იზრუნეთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაზე, ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე. ხარს ხმაურიანი წვეულებები მაინცდამაინც არ უყვარს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საახალწლო დღესასწაულს საოჯახო, სანათესავო წრეში ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, შინ აღნიშნავთ. მოეშვით წუწუნსა და ფორიაქს. არ გირჩევთ არავისთან შელაპარაკებასა და კამათს. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებით, საახალწლო დღეებში.
რაც შეეხება საახალწლო სუფრას, მოამზადეთ ხორცეული, მაგრამ კერძებში ხბოსა და საქონლის ხორცის გამოყენებას არ გირჩევთ. აგრეთვე - ბოსტნეულის კერძები. უხვად გქონდეთ ხილი და ახალი მწვანილი. რაც შეეხება ალკოჰოლს, ნუ გადაამეტებთ. შინაურული ღვინო, მსუბუქი კოქტეილები ან შამპანური მიირთვით. ნუ ეტყვით თავს უარს და სუფრაზე დაალაგეთ დელიკატესები. ხარს უყვარს ღვეზელები (ტკბილიც და ყველიანიც და ბოსტნეულისაც), მწნილეული. ეცადეთ, ყველა პროდუქტი ნატურალური და ხარისხიანი იყოს, კერძები კი შინ, სიყვარულით მომზადებული. მოერიდეთ ლაბასა და ხორციანი პაშტეტის მომზადებას. თუ გიყვართ, არც თევზეული დაიშუროთ საახალწლო სუფრისთვის.
ჩაცმულობიდან უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის სამოსს: ნაცრისფერ, ყავისფერ, რძისფერ, ოქროსფერ გამას. მანდილოსნები ნუ ჩაიცვამთ გამომწვევად, წითელი ფერის სამოსით ხარს არ მოეწონებით. უპირატესობა ნატურალურსა და ხარისხიანს მიანიჭეთ. სამკაულიც უნდა იყოს ნატურალური, ფერებიდან: თეთრი, ნაცრისფერი ან მეტალისფერი.
იმისათვის, რომ საახალწლო დღესასწაულზე არავინ მოიწყინოს, შეადგინეთ გასართობი პროგრამა, აქტიურად ჩართეთ ბავშვები. მოიგონეთ მხიარული კონკურსები და თამაშები. გაგრძელება