თბილი, საყვარელი, მხიარული, უბოროტო... გაიანე კარაპეტიანის მისამართით კიდევ ბევრ დადებით ეპითეტს წაიკითხავთ სოციალურ ქსელში. "მასტერშეფის" მეოთხე სეზონის ყველაზე პოზიტიურ კონკურსანტად აღიარებულ გაიანეს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და განსაცდელი შეხვდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია, რომ ცუდი ამბების მიუხედავად სიცოცხლის სიყვარული შეინარჩუნო და მეტიც, სხვა ადამიანების კარგ განწყობაზე ფიქრობდე.
ინტერვიუ საღამოს ჩაიწერა, ჭიქა ყავის თანხლებით და საკმაო დისტანციის დაცვით. მაშ ასე, გაიცანით გაიანე კარაპეტიანი უფრო ახლოს.
- საინტერესო, რამაც ჩემი ცხოვრება უფრო გაამხიარულა, გაალამაზა. ხალხი გავიცანი, ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი კარგი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ადამიანებმა ეკრანს მიღმა დაინახეს გაია - ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია - და შეიყვარეს. ხალხო, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მადლობა ყველას თითოეული კეთილი სიტყვისთვის, ძალიან უყვარხართ თქვენს გაიანეს!
გამოდისო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომელთა გამოც გავიტანჯე, ბევრი ტკივილი გავიარე, მე მათაც არ ვუსურვებ ცუდს. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. მე ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ. თანაც ადამიანს ცუდს რომ უკეთებ, ვინ იტანჯება ყველაზე მეტად? - ის, ვინც ცუდს აკეთებს. მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მეტი უბედურება მხვდებოდა ცხოვრებაში, მით მეტად მხიარული და კეთილი ვხდებოდი.
ძალიან ემოციური ვარ. რომ ვნერვიულობ, არაფერი არ მესმის, შოკში ვვარდები. ასე დამემართა დიაგნოზის გაგების დროსაც. კიდევ კარგი, რომ ჩემი და მყავდა გვერდით და ის დამეხმარა. ამ დროს ვფიქრობდი: ღმერთო, რატომ? განა, რამდენი ვიცხოვრე, ჩემი შვილები, შვილიშვილები როგორ დავტოვო?! მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ თავს ვეუბნები, რომ კი, გაია, რთული იყო, ცუდია, რომ დაგემართა, მაგრამ ყველაფერი ამის შემდეგ შენ ძალიან მაგარი ქალი ხარ! ახალი სიყვარულიც იქნება, შენც კარგად იქნება, შენი შვილებიც და შვილიშვილებიც კარგად იქნებიან! გაგრძელება