მოდელი ანნა იმედაშვილი მეორე შვილის სურათებს აქვეყნებს, პატარა დანიელი უკვე საზოგადოებამაც გაიცნო.
ანნამ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. შეგახსენებთ, რომ ანნას და დათოს ორი საერთო შვილი: პეტრე და დანიელი ჰყავთ. დათოსთვის ეს უკვე მეოთხე შვილია. მას წინა ქორწინებიდან უფროსი ვაჟი, ლუკა და ქალიშვილი ელენე ჰყავს.
მშობლებმა პატარა დანიელს ფოტოსესია უკვე მოუწყეს და ნათესავებიც გააცნეს.
ანნას ორსულობის შესახებ საზოგადოებამ გადაცემიდან "როგორ დავრჩეთ შინ" შეიტყო. პატარა პეტრე, ლუკა და ელენე მოუთმენლად ელოდებოდნენ ძმის დაბადებას.