ახალგაზრდები, რომლებსაც სიყვარული შეიპყრობთ, თავიდან საერთოდ არ ფიქრობენ, როგორი იქნება ერთობლივი თანაცხოვრება. ქორწინების შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არც ისე მარტივია. არ არის გასაკვირი, როდესაც მშობლები შვილებს ურჩევენ, რომ დამოუკიდებლად დადგნენ ფეხზე, შეიძინონ საცხოვრებელი და მერე გადაწყვიტონ ერთად ცხოვრება. მსგავსი რამ დაემართა ამ ისტორიის მოხუც ქალს, რომელიც არასასიამოვნო ოჯახური პრობლემის გამომწვევი გახდა, თუმცა უნებურად მისმა ხასიათმა სიტუაციიდან გამოსვლასაც შეუწყო ხელი. ქალბატონი ნათელა გვიამბობს თავის ამბავს:
"მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით. იქ გაიზარდა ჩვენი ვაჟიც.
ბიჭი ძალიან ჭკვიანი, თუმცა წარმოუდგენლად ზარმაცი იყო. ნაწილობრივ, ამაში მეც დამნაშავე ვარ, რადგან ყველაფერს მე ვუკეთებდი. მინდოდა, მას ბავშვობა ზედმეტი საზრუნავისა და პრობლემების გარეშე გაეტარებინა. გაიზარდა, მიიღო განათლება და საკუთარი თავი IT-სფეროში იპოვნა. თუმცა, 6 თვის შემდეგ ჩემი ქმარი მძიმე დაავადებას ემსხვერპლა. დაავადებამ ბრძოლის არც ერთი შანსი არ დაგვიტოვა. ასე დავრჩი ჩემს შვილთან ერთად მარტო.
კომპანიაში მან ერთი გოგონა გაიცნო, ანი. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ის იქ HR-ის პოზიციაზე მუშაობდა. დაიწყეს ურთიერთობა და ორი თვის შემდეგ ცოლობაც სთხოვა. უნდა გამოგიტყდეთ, წინააღმდეგი ვიყავი. ვუთხარი ჩემს შვილს, რომ ჯერ მყარად დამდგარიყო ფეხზე და მერე ეფიქრა მომავალზე. თუმცა, დაქორწინება გადაწყვიტა. რას გავაწყობდი? ერთადერთი შვილი ცოლს ირთავდა. რა თქმა უნდა, დავეხმარე ქორწილის ორგანიზებასა და ტანსაცმლის შერჩევაში. მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხნის წინ გვქონდა მისთვის ძვირფასეულობა შემონახული, მაგრამ ბინის საკითხი გადაუწყვეტელი იყო.
ანი მრავალშვილიან ოჯახში, ერთოთახიან ბინაში გაიზარდა. ჩვენ შვილთან ერთად ვცხოვრობდით. გარდა ამისა, ერთოთახიანი ბინა, მეორე ქალაქის ბოლოს, გაქირავებული მქონდა. ეს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ფულის შენახვის შესაძლებლობა იყო. მაგრამ, ახლა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჩემი შვილი და რძალი თავისუფლად უნდა დამეტოვებინა ამ სახლში ან ერთოთახიან ბინაში გამეშვა. მეორე ვარიანტი გადავწყვიტე. მარტო დაიწყეს ცხოვრება, თუმცა გავაფრთხილე, რომ წესრიგი დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ ბინა პატარაა, მყუდრო და კარგად გარემონტებულია. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფრი ერთად, დიდი სიყვარულით გავაკეთეთ.
ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და სტუმრადაც მოდიოდნენ ხოლმე. სულ ჰქონდათ მიზეზი, რომ მე არ მივსულიყავი მათთან. არ მინდოდა ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ არ დამიძალებია. ნელ-ნელა სატელეფონო ზარები შემცირა. ვცადე, პენსიით მეცხოვრა. ერთხელ გადავწყვიტე, რომ გაუფრთხილებლად მივსულიყავი მათთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ხომ ჩემი ბინა იყო და მინდოდა, მცოდნოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. კარი ანიმ გამიღო, ისე გამოიყურებოდა, თითქოს იმ წუთში გაიღვიძა. როცა დამინახა, ვერაფერი მითხრა.
იხილეთ სრულად