ჯენიფერ ლოპესმა კანის მოვლის პირველი კოსმეტიკის ხაზი - "JLo Beauty" წარადგინა, რომლის შემცველობაში დამატენიანებელი SPF საცხი შედის, თვალის კანის გარშემო საცხი, ხსნარი და მკვებავი საცხი ზეთით, ასევე სახის დასაბანი გელი.
ახალ კოლექციაზე საუბრისას, ჯეი ლომ გამომწერებს გაუზიარა თავისი სილამაზის საიდუმლო. როგორც მომღერალმა აღნიშნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც ეხმარება კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში და დაბერების პროცესის შენელებაში სწორედ ზეთებია და როგორც აღმოჩნდა ამას თავისი ლოგიკური ახსნაც აქვს.
"დედაჩემი, დეიდაჩემი და ჩემი ბებია - ყველა მათგანი ზეთისხილის ზეთს იყენებდა სილამაზის საშუალებად, მას ინაწილებდნენ თმაზე როცა ზედმეტად გამომშრალი ჰქონდათ თმის ღერები, სახეზე, სხეულსა და მუცელზეც კი ორსულობისას" - აღნიშნა ლოპესმა.
ჯენიფერმა აგრეთვე ისაუბრა დამოკიდებულებაზე საკუთარი თავისადმი: "მე ყოველთვის ამ ფრაზას ვიმეორებ: 25 წლამდე ის სახე გაქვს რომელიც ღმერთმა გაჩუქა, ხოლო შემდგომ ის სახე, რომელიც დაიმსახურე." მინდოდა რომ პირველი ხაზი "JLo Beauty" თავის მოვლის საშუალებებით ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს შეგინარჩუნებთ და კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს თქვენსავე სხეულში" - აღნიშნავს ჯეი ლო.
წყარო: harpersbazaar