კვირა ახალმთვარეობითა და მზის დაბენელებით იწყება. ახალი საქმეები შეგიძლიათ 17 დეკემბრის შემდეგ დაიწყოთ.
ვერძი
ცვლილებები გელით როგორც სამსახურის საქმეებში ასევე პირად ცხოვრებაში. თუმცა, ხუთშაბათამდე ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი მოიმოქმედოთ. მეტად იზრუნეთ ოჯახის წევრებზე. უქმეებზე გამოიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 14, 17 დეკემბერი.
კურო
თავს შეგახსენებთ ძველი საქმეები, ვალდებულებები. დაკვირვებულად აწარმოეთ ფინანსური საკითხები. მარტოხელებს უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც შესაძლოა, რომანში გადაიზარდოს.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 17 დეკემბერი.
ტყუპი
კვირის დასაწყისში სიმშვიდე შეინარჩუნეთ, არაფერი ახალი არ მოიმოქმედოთ. საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი პარასკევს დაგეგმეთ. უქმეებზე მეტი დრო დაუთმეთ უცხო ენის, უცხო კულტურის შესწავლას.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 19 დეკემბერი.
კირჩხიბი
გარშემო მყოფებისადმი მეტად ლმობიერი უნდა იყოთ. აკონტროლეთ საკუთარი განწყობაც, განსაკუთრებით, კვირის დასაწყისში. პარასკევიდან პოზიტიურობა მოიმატებს. ახალი საქმეების დაწყებას შეძლებთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 18 დეკემბერი.
ლომი
წარმატებული პერიოდი გელოდებათ ხუთშაბათიდან. მანამდე იყავით ღიმილიანი და არავის ეკამათოთ. უქმეები ბავშვებთან და მშობლებთან ერთად მხიარულად გაატარეთ. გამონახეთ დრო საყიდლებისთვის, სახლის მორთვისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 20 დეკემბერი.
ქალწული
გააზრებულად იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ახალი საქმეები მხოლოდ 17 ოქტომბრიდან დაიწყეთ. უქმეები საშინაო ვალდებულებებს დაუთმეთ და საყვარელ ადამიანს, რომელიც უთქვენოდ მოწყენელია.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 18 დეკემბერი.
სასწორი
სამსახურის საქმეებზე წინ პირადი ცხოვრება უნდა დააყენოთ. საყვარელი ადამიანი უკმაყოფილოა თქვენი დაკავებულობით. უქმეებზე მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდით. იფიქრეთ პოზიტიურად.
კვირის საუკეთესო დღე: 14, 15 დეკემბერი.
მორიელი
მოულოდნელობებით აღსავსე პერიოდი გელით. შეიძლება ყველაფერის შეცვლა და ცხოვრების "სუფთა ფურცლიდან" დაწყება გადაწყვიტოთ. სიახლეები 17 დეკემბრიდან დაიწყეთ. ზოგიერთს საინტერესო სამსახურს შემოგთავაზებენ.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 17 დეკემბერი.
მშვილდოსანი
იყავით გულწრფელი საყვარელი ადამიანის მიმართ, მეტად გამოხატეთ სითბო და სიყვარული. სასიამოვნო მოულოდნელობების პერიოდი დაგიდგათ, ორშაბათი მშვიდად გაატარეთ. უქმეები - მხიარულად.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 19 დეკემბერი.
თხის რქა
დაღლილობისა და განმარტოების სურვილი მოგეძალებათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. ნუ იდანაშაულებთ თავს შეცდომებისთვის. მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმკლავდებით ყველაფერს.
კვირის საუკეთესო დღე: 19 დეკემბერი.
მერწყული
ოჯახში მშვიდობისმყოფელის როლი უნდა შეასრულოთ. მეტად გამოიყენეთ იუმორი. სამსახურში დატვირთვა მოიმატებს და ეცადეთ, საქმეების მოსაგვარებლად კოლეგები დაიხმაროთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 19 დეკემბერი.
თევზები
ნუ დააყენებთ სამსახურს ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელი ადამიანისგან საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ისწავლეთ პატიება და ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი ახლობლების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 18, 20 დეკემბერი.