მსახიობიმა და ტელეწამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა დალაგების დროს ევას დაბადების დღიური იპოვა, სადაც სხვადასხვა ისტორია აქვს შემონახული. შორენა ამ დღიურს "ინსტაგრამის" გამომწერებს უზიარებს.
"დიდი გადალაგების დროს ვიპოვე ევას დაბადების დღიური. როდესაც დაიბადა მაშინ დავიწყე წერა 2001 წელს. 2002 წელს ვულოცავ დაბადების დღეს, ვწერ როდის მოვნათლეთ და როგორ იზრდებოდა. არ ვიცი, თქვენ რამდენად აწარმოებთ თქვენი შვილის დღიურს, მაგრამ ახლა ამის წაკითხვა ძალიან საინტერესოა", - ამბობს შორენა.
გთავაზობთ ამონარიდებს დღიურიდან:
"ევაკუსა გახდა ერთი წლის. მიიღო ბევრი საჩუქარი. ძალიან თავნება და ჯიუტია. ბანაობის დროს არ ჯდება ტაშტში, დგას გაჭიმული. ბუტიაა. ერთხელ მამამ ორი თითით მოარტყა და ეწყინა.
ჩემო ევა, გილოცავ შენს პირველ დაბადების დღერს.შენ ჩემი სათაყვანებელი არსება ხარ, ჩემი ფუნთულა გოგო. იცოდე, რომ ძალიან ძალიან უყვარხარ შენს დედიკოს. ჩემო სიცოცხლე, გაგაღმერთებ და არაფერს მოგაკლებ, სანამ შენს გვერდით ვარ. 10 ნოემბერი, 2002 წელი".