ზამთრის 5 დესერტი, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით - Marao

ზამთრის 5 დესერტი, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

2020-12-18 10:04:33+04:00


ზამთარი - საშინაო შეხვედრებისთვის, სიმყუდროვისთვის, ჩაისა და გემრიელობებისთვის იდეალური დროა. თუ ზაფხულში უპირატესობას მსუბუქ დესერტებს, ნაყინს და გამაგრილებელ კოქტეილებს ვანიჭებთ, ზამთარში უფრო ნოყიერი დესერტები და რა თქმა უნდა, ცხელი სასმელები გვჭირდება.

ცივ სეზონზე ნამცხვრები და სასმელები აუცილებლად სურნელოვანი უნდა იყოს. ამიტომ არ უნდა დაიშუროთ სანელებლები: დარიჩინი, კოჭა, მუსკატი, მიხაკი. სასურველი არომატებით უნდა შექმნათ საახალწლო განწყობა.

  • დესერტებში სეზონური ხილი: ხურმა, მანდარინი, ბანანი, კივი, ფეიხოა, ფორთოხალი, კომში და ბროწეული უნდა გამოიყენოთ.

არომატული ზამთრის დესერტი საახალწლო განწყობას და სიმყუდროვის შეგრძნებას აუცილებლად შეგიქმნით!

მაშ, ასე! წარმოგიდგენთ 5 გემრიელ დესერტს

1. ზამთრის ინგლისური ტორტი

თუ იდეალურ ზამთრის დესერტს ეძებთ, ინგლისური ტორტი სცადეთ. ის ძალიან ლამაზი, გემრიელი და ყველაზე უნივერსალური დესერტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული კენკრა, შოკოლადი ან სეზონური შტოში.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

მომზადება:

პირველ რიგში, ამოიყვანეთ ბეზე:

მშრალ ჭურჭელში, მიქსერის მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილები და თანდათან დაამატეთ შაქარი. შემდეგ დაამატეთ ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება და ბეზე არ ამოვა. ბეზე უნდა იყოს სქელი. საცხობ სინს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. წრიულ დიამეტრზე (დაახლოებით 20 სმ) გადაიტანეთ ბეზე, მიეცით ბურთის ფორმა და გამოაცხვეთ ღუმელში 120 გრადუსის ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ბეზე კარგად უნდა გამოშრეს. ღუმელიდან უცბად არ გამოიღოთ. დატოვეთ და დააცადეთ გაგრილება.

კრემი:

  1. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან, დააყარეთ ფქვილი ან სახამებელი და დაასხით ნელ-ნელა რძე. თან კარგად გახსენით. დადგით ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. კრემი ნელ-ნელა გასქელდება. საკმარის სისქეს რომ მიიღებთ, გამორთეთ, დაუმატეთ კაკაო, კარაქი და ისევ კარგად მოურიეთ. როდესაც გაგრილდება, ჩააყარეთ ვანილინი და აურიეთ. კრემი გააცივეთ.
  2. გამომცხვარი ბეზე ამოღრუტნეთ, შიგნით ჩადეთ კრემი და სასურველი ხილი, მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ კენკრით.

2. ცხელი შოკოლადი მარშმელოუთი

არაფერი ისე არ უხდება ზამთარს, როგორც ცხელი შოკოლადი, მას კი - მარშმელოუ. მარშმელოუ ზეფირის მაგვარი კანფეტია, რომელიც ჟელატინითა და შაქრით მზადდება. აარჩიეთ პატარა ზომის მარშმელოუები, რომლებიც ნებისმიერ მარკეტში იყიდება.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

მომზადება:

  1. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაასხით რძე, გახსენით შიგნით კაკაო და კარგად აურიეთ.
  2. დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ადუღებამდე მივა, ჩაუმატეთ ლიქიორი.
  3. გადაიტანეთ ჭიქებში და ჩაყარეთ მარშმელოუ.

3. ვაშლში გამომცხვარი ხაჭოს დესერტი ქიშმიშითა და ნუშით

ვაშლის ნამცხვრის საინტერესო და თანამედროვე ტრანსფორმაცია. თუ გსურთ, რომ დესერტი არ იყოს ძალიან კალორიული, აიღეთ უცხიმო ხაჭო.

ამ უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

მომზადების წესი:

  1. აირჩიეთ დიდი ზომის ვაშლები. გარეცხეთ და გაამშრალეთ. გადააჭერით ზედა ნაწილი, დაახლოებით 5-7 მმ სისქემდე.
  2. ფრთხილად ამოიღეთ ბირთვი დანით, კიდეების გაჭრის გარეშე.
  3. მოამზადეთ ვაშლის შიგთავსი: ხაჭოს შეათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გული და გამდნარი კარაქი. დაამატეთ დაჭრილი თხილი ან ნუში.
  4. ვაშლები ამოავსეთ ხაჭოს შიგთავსით და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში (180 გრადუსზე). მიირთვით არაჟანთან ერთად. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ 1 ს/კ შაქრის პუდრი.

4. ფორთოხლის ჩიზქეიქი

ჩიზქეიქი ყველა სეზონზე სასურველი დესერტია, მაგრამ ფორთოხალი განსაკუთრებულ საახალწლო არომატს აძლევს. ხაჭოს და ფორთოხლის დესერტი, ამავდროულად, სასარგებლოცაა, რადგან ხაჭო ჯანმრთელობისთვის ძალიან საჭირო პროდუქტია, რომელიც ბევრ საჭირო ელემენტს შეიცავს, ფორთოხალი კი - C ვიტამინს. ჩიზქეიქის კლასიკური რეცეპტი საკმაოდ მოსაწყენია, მაგრამ ფორთოხლის ფენის დამატებით საკმაოდ საინტერესო ვარიაციას მიიღებთ.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, კარაქი გამოიღეთ მაცივრიდან და თბილ ადგილას დადეთ, რომ დარბილდეს. დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაფხვნილი „პეჩენია“. ეს ჩიზქეიქის ძირის მასაა. ჩატკეპნეთ ცხიმწასმულ ფორმაში (გვერდებზეც ამოიყვანეთ).
  2. ხაჭო დააბლენდერეთ, რომ კრემისებური ტექსტურა მიიღოს. დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი.
  3. გაფცქვენით ფორთოხლები და გააცალეთ გამჭვირვალე კანიც. ცედრა ცალკე გახეხეთ. შეურიეთ დაბლენდერებული ფორთოხლის რბილობი და ცედრა ხაჭოს და არაჟნის მასას.
  4. ჩიზქეიქის ძირს ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა და გამოაცხვეთ 180°С-ზე 40 წუთი.
  5. მორთეთ ფორთოხლებით.

5.ყავის ფენქეიქი

უგემრიელესი ყავის ფენქეიქის მომზადება საკმაოდ მარტივია. ის შეგიძლიათ მიირთვათ ხილის ჯემთან, თაფლთან ან გამდნარ შოკოლადთან ერთად.

<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>

მომზადების წესი:

  1. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ყავა, გამაფხვიერებელი და მარილი.
  2. დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ რძე და კვერცხი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. გააერთიანეთ ორივე მასა. ათქვიფეთ.
  4. ცხელ, მშრალ ტაფაზე დაასხით ჩამჩით ცომი და როგორც კი ბუშტები გაუჩნდება, - გადააბრუნეთ.
  5. მოასხით საყვარელი სოუსი. მთავარია, რომ მან ყავის არომატი არ ჩაახშოს.

გემრიელად მიირთვით!