მოსახლეობის დიდი ნაწილი დროს უმეტესად სახლში ატარებს. შესაბამისად, ყველაზე ხშირად მოხმარებად სამოსს კომფორტული ჰუდი, სპორტული შარვალი და საშინაო ფეხსაცმელი წარმოადგენს.
როგორც ჩანს, ჰუდების ბუმი 2020 წელს არ დასრულდება. სამოსი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ბრენდები, რომლებიც აქამდე ჰუდებს არ აწარმოებდნენ, მის აქტიურ გაყიდვებში ჩაერთნენ.
თბილი ჰუდიანი მაისური პირველად სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ - Champion-მა 1930-იან წლებში გამოუშვა. ის განკუთვნილი იყო სპორტსმენებისათვის, რათა ცივ ამინდში თავი თბილად და კომფორტულად ეგრძნოთ.
ჰუდიანი მაისური სწრაფად აიტაცა ჰიპ-ჰოპ კულტურამ, ის სკეიტერთა, სნოუბორდერთა, სტუდენტთა და ზოგადად, ახალგაზრდობის საყვარელ სამოსად იქცა.
ჰუდიანი მაისური სპორტულ და ყოველდღიურ სამოსად მიიჩნევა და ასეც არის, თუმცა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით Instagram-ის მოდამ, მის კლასიკურ სტილთან კომბინირების პრაქტიკა დაამკვიდრა. როგორც მამაკაცის, ისე ქალის ჩაცმულობა შეიძლება მოიცავდეს პალტოს, კლასიკურ შარვალს, ზამთრის ფეხსაცმელს და თბილ ჰუდის, რაც ერთიანობაში საქმიან და ურბანულ სტილს ქმნის.
ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ თუ გსურს ელეგანტურად გამოიყურებოდე, სპორტული და კლასიკური ტანსაცმლის კომბინაცია ამისთვის არ გამოგადგება; მაგრამ თუ პროფესია და სამსახური გაძლევს საშუალებას, რატომ არ უნდა გეცვას კომფორტულად და ამავდროულად, მიმზიდველად?
ჩვენ შევარჩიეთ ჰუდის მორგების 5 ყველაზე გავრცელებული და ტრენდული გზა, რომლებსაც თქვენც გიზიარებთ:
რაც უნდა შეუთავსებლად გეჩვენებოდეთ ეს ორი ნივთი, Instagram-ის ქუჩის სტილმა „თავისი გაიტანა“ და ბევრ ჩვენგანს უკვე მოსწონს კიდეც. ჰუდიმ შეიძლება, პალტოს „დგომა“ შეუცვალოს და მათი კომბინაცია მაინცდამაინც მიმზიდველი არ იყოს, ამიტომ რეკომენდებულია, აღნიშნული ნივთების ურთიერთშეხამებისას თხელი ქსოვილისგან დამზადებული ჰუდი შევარჩიოთ. დანარჩენი თქვენს გემოვნებასა და სტილის შეგრძნებაზეა დამოკიდებული.
ჰუდი და ქურთუკი ნამდვილად ერთმანეთისთვის არის შექმნილი. ცივ ზამთარში მათი კომბინაცია კომფორტის, დაცულობის, სითბოს შეგრძნებას გვმატებს.
ძალიან პოპულარულია ჰუდები სხვადასხვა ნახატითა და წარწერით. წელს ის ტოპ საახალწლო საჩუქრებს შორისაა. შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის თუ საყვარელი ადამიანებისთვის ხარისხიანი ქსოვილისგან დამზადებული ჰუდი Favshop.ge-ზე შეუკვეთოთ და მასზე სანტა, ირმები, ნაძვის ხე ან ნებისმიერი რამ გამოსახოთ.
ასეთი კომფორტული და მხიარული საახალწლო საჩუქარი გულგრილს არავის დატოვებს.