ვსწავლობთ ქუჩის სტილის ქრონიკების მიმდევარი გოგონების მაგალითებზე.
შავი კოლჰოტი - სიცივეებში ნამდვილი აღმოჩენაა ყველა გოგონასთვის. ეს ხელმისაწვდომი აქსესუარი ნებისმიერ ქვედაბოლოსა და კაბაზე შეგიძლიათ მოირგოთ. 2020-ში კოლჰოტები ჩვენი გარდერობის „მასთჰევ“ ნაწილი გახდა. პოდიუმიც სავსე იყო განსაკუთრებულად ლამაზი მოდელებით. ყველაზე დასამახსოვრებელი "შანელის" შავი და თეთრი გამჭვირვალე კოლჰოტები გახდა. ასევე არ ჩამორჩა კოლეგებს "ფენდი" ნახევრად გამჭვირვალე კლასიკური ვარიაციით; "სენ ლორანმა" ფიგურებით გაწყობილი ვარიანტი შემოგვთავაზა, ხოლო "პრადამ" ნაცრისფერი ავანგარდული სტილით გამოიწვია ჩვენი გაოცება; სამაგიეროდ, "გუჩიმ" და "ბალენსიაგამ" ნეონის მკვეთრი შეფერილობებით განებივრების საშუალება მოგვცა.
ქუჩის სტილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ კოლჰოტი კვლავ ტრენდშია. ჩაინიშნეთ, როგორ და რასთან მოვირგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი.
შავი თავიდან ფეხებამდე - მომგებიანი ვარიანტი
- კამილ შარიემ გადაწყვიტა, მოდა მარტივად შემოგვთავაზოს. ტოტალ-შავი ამ შემთხვევაში იდეალურად მუშაობს, ფერთა გამა ფაქტურებით თამაშის საშუალებას გვაძლევს. შეგიძლიათ "შანელის" ლოგოტიპებიანი ან კოპლებიანი კოლჰოტი შავ კარდიგანსა და შორტებს შეუხამოთ, მოდური გოგონას ტიტული კი გარანტირებულია და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ პატარა შავი ჩანთა.
აქსესუარის სახით
- ნახევრად გამჭვირვალე კოლჰოტიდან გადავიდეთ უფრო მყარ ფაქტურაზე, მაგალითად, მინი-ქვედაბოლო ხავერდის კარდიგანთან ერთად, აბრეშუმის შარფით, ქამრის ნაცვლად წელზე შემოხვეული, პასტელური ფერის ჩანთა და შავი კოლჰოტი სწორედ რომ ყველაზე სეზონური ლუქია.
ჩალისფერთან კომბინაციაში
- ბევრი ჩალისფერი - ყოველთვის კარგი იდეაა, თუმცა ეს ფერი შეგიძლიათ სხვანაირად „ათამაშოთ“ ლუქში. მაგალითად, კეიპ-ლაბადა, მასიური ჩექმები მეტალით და შავი კოლჰოტი ნახევრად სპორტულ სტილს შეგიქმნით. დაუმატეთ ლამაზი მკვეთრი ჩანთა და ლუქიც მზად არის.
კოსტიუმთან და შორტებთან სინთეზში
- კოსტიუმი რომ სხვადასხვა ვარიაციით შეგიძლიათ მოირგოთ, არაერთ სტატიაში ვისაუბრეთ - მინი-ქვედაბოლოებთან, შარვლებთან, შორტებთან, რომელიც მოდური არამარტო ზაფხულშია. ცივ ამინდში კი შორტები მდგრად კოლჰოტებთან ერთად შეგიძლიათ ჩაიცვათ. მოუხდება ბრუტალური ჩექმები და შავი ლონგსლივები პიჯაკის ქვეშ. საოფისე ლუქი ცივი ამინდისთვის მზად არის.
„სასკოლო ფორმასთან“ ერთად
- ეს მოდური ხრიკი ნოსტალგიის მქონე გოგონებმა შეიყვარეს. სასკოლო ფორმები წელს აქტუალობის პიკშია. ზაფხულში ლოფერებზე, „მერი ჯეინებსა“ და თეთრ წინდებზე ირგებდნენ. ამ სეზონზე კი პლისე ქვედაბოლო, პოლო-ჯემპრი და ტყავის პიჯაკი შავ მდგრად კოლჰოტებთან ერთად შეგიძლიათ თამამად მოირგოთ.
თეთრ კაბებთან ერთად
- შავი და თეთრი - იდეალური კომპანიონები არიან. რატომ არის თეთრზე შავი კოლჰოტების მორგება ტაბუ? ქლოია ჰარუშმა, Loulou de Saison-ის ბლოგების ავტორმა, საპირისპირო დაადასტურა. პირველმა სწორედ მან მოირგო თეთრ კაბაზე და თეთრ ფეხსაცმელზე შავი გამჭვირვალე კოლჰოტი. ჯინსის ქურთუკთან კომბინაციაში მზიან ამინდებში შეგიძლიათ ისეირნოთ, ხოლო ცივ ამინდებში თბილი ლაბადით ჩაანაცვლეთ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>