უგემრიელესი კვერცხის სალათა მაიონეზისა და მაწვნის საკაზმით - Marao

უგემრიელესი კვერცხის სალათა მაიონეზისა და მაწვნის საკაზმით

2016-06-19 16:32:32+04:00

ამ საკაზმში კვერცხის ნაცვლად შეგვიძლია ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, კიტრი და სხვა სასურველი ბოსტნეული.

ფოტოგაკვეთილი

საჭირო მასალა

  • 8 კვერცხი
  • 2 კონა ქინძი
  • 2 კონა კამა
  • 2 კონა ტარხუნა
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 400 მლ მაიონეზი
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 1 ჭიქა წყალი
  • მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი – გემოვნებით

ფოტოგაკვეთილი

მომზადება

კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ წყალი და გავფცქვნათ. თითოეული გავჭრათ შუაზე. ცალკე წვრილად დავკეპოთ მწვანილი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, სანელებლები, წყალი, მაწონი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. ეს მასა კარგად ავურიოთ და მოვასხათ მოხარშულ კვერცხებს.

რჩევა

ამ საკაზმში კვერცხის ნაცვლად შეგვიძლია ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, კიტრი და სხვა სასურველი ბოსტნეული.

ფოტოგაკვეთილი

კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"

(გამოდის თვის დასაწყისში)