დიეტა, რომელიც პლანეტას გადაარჩენს: გრეტა თუნბერგის კვების რეჟიმი - Marao

დიეტა, რომელიც პლანეტას გადაარჩენს: გრეტა თუნბერგის კვების რეჟიმი

2021-01-19 15:25:31+04:00


ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი გოგონაა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე მწვავე განცხადებებით მიიქცია. თინეიჯერული ასაკის მიუხედავად, მოახერხა და ბევრი საოცნებო რეგალიაც დაიმსახურა. მათ შორისაა Time-ის „წლის ადამიანის“ ტიტული და ნობელის პრემიის ნომინაცია. თუკი იზიარებთ გრეტას შეხედულებებს, შეგიძლიათ მის წიგნს გაეცნოთ: „მე მქვია გრეტა. ხმა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა“.

Greta Thunberg seeks to trademark her name and movement | News | DW |  29.01.2020

დროა, სამყარომ წითელი ხორცის მიღებაზე უარი თქვას (განსაკუთრებით, ცხვრის და ძროხის ხორცი)

  • ხორცის დამუშავებას, მცენარეული ცილებისგან განსხვავებით, 20-ჯერ მეტი მიწა ესაჭიროება. შესაბამისად, ტყის საკმაოდ დიდი მასივი იჩეხება იმის გამო, რომ სათბურები გაშენდეს ფერმერებისთვის ცხოველების მოსავლელად. ტყის შენარჩუნება აუცილებელია ჟანგბადის საჭირო რაოდენობის მისაღებად, ასევე გლობალური დათბობის შესაჩერებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მსოფლიო გადავიდეს ჯანსაღ და სასარგებლო კვებაზე, რაც ნიშნავს სეზონური და ადგილობრივი პროდუქტების მიღებას.
Greta Thunberg Named One of Nature's 10 People That Mattered in 2019 —  Climate Impacts Research Centre

კარგი ამბავი: პლანეტის გადასარჩენად სულაც არ არის საჭირო საყვარელ კერძებზე უარის თქმა

  • სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულმა გამოკვლევებმა განსაზღვრა დიეტა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისას ადამიანის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. 37 მეცნიერი, რომლებიც EAT-Lancet-ის კომისიაში შედიან, მას „ჯანსაღი პლანეტის დიეტას“ უწოდებს, რომელსაც შეუძლია 11.6 მილიონი სიცოცხლე შეინარჩუნოს ყოველწლიურად. ამავდროულად, ეს დიეტა ხელს უწყობს მიზნების მიღწევას, მითითებულია პარიზის შეთანხმებაში. დიეტის თანახმად, შაქრის და წითელი ხორცის მიღება უნდა შეიზღუდოს შეძლებისდაგვარად. პარალელურად, ორჯერ უნდა გაიზარდოს ხილის, ბოსტნეულისა და ლობიოს, ბურღულეულის და ნიგვზის მიღება.

World Food Day 2019: encouraging healthy diets for a #zerohunger world - On  Medicine

ჯანსაღი პლანეტის დიეტა დღიურად 2500 კალორიას ითვალისწინებს, რომელიც ყველა ჯგუფის პროდუქტის ბალანსით დგინდება საშუალოსტატისტიკური ადამიანის კვების რაციონისთვის.

  • მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თეფშის ნახევარი მწვანე ფერის ხილით და ბოსტნეულით უნდა იყოს სავსე. ამასთანავე, უნდა იყოს მცენარეული ცილებიც, რომელსაც მარცვლეულისგან და ნიგვზისგან ვიღებთ. სულაც არ არის აუცილებელი ცხოველური წარმომავლობის პროდუქტებზე უარის თქმა: ხორცპროდუქტები, კვერცხი და ხორცი მცირე რაოდენობით აბსოლუტურად მისაღებია. ჯანსაღი პლანეტის დიეტა რეკომენდაციის სახით გირჩევთ დღიურად მიიღოთ 500 გრამი ხილი და ბოსტნეული (300 გრამი ბოსტნეული და 200 გრამი ხილი), დამატებული 250 გრამი რძის პროდუქტები (იოგურტი და ჭიქა რძე), 230 გრამი მარცვლეული, 75 გრამი პარკოსანი, 50 გრამი მცენარეული ზეთი და 50 გრამი ნიგოზი. წითელი ხორცის მიღება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ. ასევე მისაღებია 200 გრამი თევზი კვირაში ერთხელ, 200 გრამი ქათამი და 2 ცალი კვერცხი.

Eat your way to Wellness – Nutrition Online or Onsite – The Vital Touch  Barcelona