რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ვაჟი გააჩინა.
რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთამ გუშინ, 21 იანვარს მოსკოვში იმშობიარა და მომღერალს 4-კილოგრამიანი ბიჭუნა გაუჩნდა.
როგორც ცნობილია, დედა-შვილი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა ბიჭს ადამი დაარქვეს.
ჯერჯერობით მშობლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ქართულ საზოგადოებას ქეთას შვილის დაბადების შესახებ პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ამცნო.
"აბა, მოვედი მახარობელი! ბიჭია, ბიჭიიიიიი! ქეთა თოფურიას ბიჭი შეეძინააა! ვულოცავ!" - დაწერა ნატო დუმბაძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქეთა მეორე შვილს ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ელოდებოდა. მას პირველი შვილი - ოლივია, ლევ გეიხმანისგან ჰყავს.