რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებამ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი საცოლე მარიტა მელიქიშვილი წლის საუკეთესო წყვილად დაასახელა. მას შემდეგ წყვილი სოციალურ ქსელში ბევრ ფოტოსა და ხალხის თბილ კომენტარებს აზიარებს. ნახეთ, "წლის საუკეთესო წყვილის" ახალი ფოტოები:
გიორგი გასვიანმა თავისი საცოლე საზოგადოებას გადაცემა "პრაიმშოუში" წარუდგინა, მას შემდეგ კი მათი სოციალური ქსელები თბილი ფოტოებითა და ხალხის დადებითი კომენტარებით გაივსო. გიორგი და მარიტა ამ სასიამოვნო სიახლეს აღარ მალავენ და ყოველდღიურად მეტი და მეტი სიახლით ჩნდებიან ხალხში.
მარიტა უკვე გიორგისთან ერთად ცხოვრობს და სულ მალე წყვილი ჯვრის წერას გეგმავს. გიორგიმ მარიტა თავის მეგობრებს, ახლობლებს და გამომწერებს გააცნო და მეუღლეს ახალი ტელეფონი, Iphone 11-ც აჩუქა.
მარიტასა და გიორგის შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია, თუმცა წყვილს 16 წლიანი განსხვავება ხელს არაფერში უშლის.
მარიტა პროფესიით მომავალი ჟურნალისტია, გოგონა პირველ კურსზეა.
"წლის საუკეთესო წყვილი" თავს ბედნიერად გრძნობს, საზოგადოება მათგან მეტ ფოტოებსა და საინტერესო სიახლეს ელოდება.
"აუ რა ძაან მომწონხართ","გიო გილოცავთ, ძალიან საყვარელი გოგოა და რაც მთავარია ბუნებრივად ლამაზი. გემოვნება გაქვს სუპერ" გიორგის და მარიტას გამომწერები კომენტარებს არ იშურებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
"არაჩვეულებრივ საქორწინო დღეებს ვატარებთ" - გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის თაფლობის თვე (ვიდეო)