მომღერალმა ლიზა ყენიამ შეყვარებულს, გიორგი ბააზოვს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. ლიზამ გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "ბედნიერი დაბადების დღე, სიყვარულო. გილოცავ ყველაფერს საუკეთესოს".
მომღერალი "ინსტაგრამზე" ხშირად არ აზიარებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოს და თუ გამოაქვეყნებდა, გიორგის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამიტომ, დღევანდელი დაბადების დღის მილოცვით ლიზამ გიორგი ბააზოვის სახელი და გვარი, როგორც შეყვარებულის, პირველად გააჟღერა.
ლიზამ კომენტარებში უამრავი მილოცვა და თბილი სიტყვები მიიღო. მეგობრები და გამომწერები მომღერლის შეყვარებულს დაბადების დღეს ულოცავენ, წყვილს კი ბედნიერებას უსურვებენ და წერდნენ, რომ ლიზა და გიორგი ერთმანეთს ძალიან უხდებიან.
ლიზა სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და მისი სტილი ხშირად ხდება საზოგადოების განკითხვის საგანი. რამდენიმე დღის წინ მომღერალმა პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კამერასთან ქვედა საცვლების გარეშე პოზირებს. "ტრუსი არ გაცვია?", "ცეცხლი კი არა პაჟარი ხარ", - უწერდნენ გამომწერები ლიზას კომენტარებს.