ტელეწამყვანის, ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქალიშვილი ანნა სულაბერიძე დღეს ერთი წლის გახდა. მშობლებმა მილოცვა "ინსტაგრამ სთორიში" განათავსეს.
„ერთი წლის წინ 28 იანვარს, ღამის 2 საათზე ახდა ჩემი ოცნება!!!! სამყაროს მოევლინა პატარა ბარტყი 3,400 კგ და 51 სმ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანდა. დაიბადა თუ არა მუცელზე დამადეს, რათა ჩემი სითბო ეგრძნო და თან ჭამაც დაეწყო გოგოს. ერთი წელი კი გავიდა, მაგრამ ეს ჩვევად შემოგვრჩა. ხშირად მეკითხებიან თუ რა არის ჩემთვის ბედნიერების აღქმა. ეს არის მომენტი, როდესაც ანნა მთხოვს ჩემს მუცელზე დაწოლას, თან სახეზე მეფერება, თან თვალებში შემცქერის, თან რძეს მიირთმევს. არ ვიცი კიდევ როდემდე გავაგრძელებთ ბუნებრივ კვებას, მაგრამ უკვე ვხვდები რომ დასრულებისთანავე მეც სტრესის ქვეშ ვიქნები. ამიტომაც ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობთ და ვახანგძლივებთ სიამოვნებას“, - წერს ჯანეტი სოციალურ ქსელში.
პატარა ანნას მამამ, ნოე სულაბერიძემაც მიულოცა დაბადების დღე: "ანნა სულაბერიძე ზუსტად ერთი წლის. ჯანეტ ქერდიყოშვილი გილოცავ!!! მადლობა!!!", - წერს ტელეწამყვანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჯანეტ ქერდიყოშვილმა დაბადების დღის სუფრასთან თოჯინები დაპატიჟა (ვიდეო)
ჯანეტისა და ნოეს 9 თვის პატარა უკვე ლაპარაკობს - ნახეთ ემოციური კადრები
რა ჯდება ჯანეტ ქერდიყოშვილის რამდენიმე ლუქი