როგორ გამოიყურებოდა ნინი ნებიერიძე შვილის დაბადების დღეზე? - ნახეთ მოდელის განსხვავებული "ლუქი" (ვიდეო) - Marao

როგორ გამოიყურებოდა ნინი ნებიერიძე შვილის დაბადების დღეზე? - ნახეთ მოდელის განსხვავებული "ლუქი" (ვიდეო)

2021-01-28 16:41:50+04:00


ნინი ნებიერიძის ჩაცმის სტილი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში განხილვის საგანი. მოდელი ყოველთვის გამორჩეულად გამოიყურება და მისი ჩაცმულობა ყველასგან განსხვავებულია.

ნინიმ უფროსი შვილის, თემურიკოს დაბადების დღეზე ვარდისფერი ბრჭყვილა კაბა სოკოებით დაპრინტულ კოლჰოტს შეუხამა. ფეხზე სპორტული შავი ფეხსაცმელი ეცვა და ყელს მარგალიტის ყელსაბამი უმშვენებდა.

ნინი ნებიერიძისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას ვაჟი თემურიკო 4 წლის გახდა. შვილს დაბადების დღე მშობლებმა სახლში, მეგობრებთან ერთად გადაუხადეს.

უმშვენიერესი იყო ოჯახის ყველაზე პატარა წევრი - ტოკიო უგულავა, რომელმაც ძმის დაბადების დღე მხიარულად აღნიშნა.

მოდელი ბიზნესმენ თემურ უგულავაზე 7 წელია დაქორწინებულია. მათი ურთიერთობის სერიოზულობაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რადგან თემური ნინიზე 29 წლით უფროსია. თუმცა ორი ულამაზესი შვილი და 7-წლიანი ურთიერთობა მათი გრძნობების სიმყარეზე მეტყველებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნინი ნებიერიძემ იღლიის თმა იისფრად შეიღება - "გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ..."

ნინი ნებიერიძე გასაპარსი ფეხების გამო გააკრიტიკეს (ფოტო)

ნახეთ, როგორი უჩვეულო საახალწლო "ლუქი" მოირგო ნინი ნებიერიძემ (ფოტოები)

ნინი ნებიერიძისა და მისი შვილების გამორჩეული სტილი - ნახეთ მოდელის ახალი ფოტოები

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>