34 წლის თურქი მსახიობი ქერემ ბურსინი საზოგადოებას გამორჩეულად უყვარს. ბოლო დროს ქერემის პოპულარობა თურქეთის საზღვრებს გასცდა და მომხიბვლელი მსახიობი ქართველმა მაყურებელმაც შეიყვარა. ქერემის სამსახიობო კარიერა ამერიკაში იწყება, ის წლები ოჯახთან ერთად თურქეთისგან მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია ბურსინი სამშობლოში დაბრუნდა და საყვარელ საქმიანობას თურქეთში აგრძელებს.
ჟურნალისტები და ქერემის ფანები მსახიობის პირადი ცხოვრებით ყოველთვის ინტერესდებოდნენ. მის ცხოვრებაში რამდენიმე გახმაურებული რომანი არსებობს, ქერემსა და სერენაი სარაქაიაზე თურქეთის ტაბლოიდები ხშირად წერდნენ. თუმცა დღეს, მომხიბვლელი და სიმპათიური მსახიობი მარტოა და მორიგ ჭორებს იგერიებს.
სერენაი სარაქაია
ქერემის სასიყვარულო ცხოვრებაზე საუბრისას მსახიობის ფანებს დღემდე ქერემისა და სერენაის დუეტი ახსენდებათ, მსახიოებები ერთად 4 წელი იყვნენ და თბილი ურთიერთობის შემდეგ მოულოდნელად ერთამანეთს დაშორდნენ.
თურქული მედიის ცნობით, მსახიობების დაშორებაზე რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქერემსა და სერენაის 4 წლიანი სასიყვარულო კონტრაქტი ჰქონდათ დადებული, კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მსახიობები ერთმანეთს დაშორდნენ, მეორე ვერსიის თანახმად, ქერემმა ამერიკაში სხვა პარტნიორი გაიჩინა, ვისთანაც 6 თვე გაატარა და 4 წლიანი სიყვარული 6 თვიან რომანს ამჯობინა.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, წყვილის დაშორების მიზეზი ურთიერთობის გაუბრალოება იყო, თითქოს ქერემსა და სერენაიას შორის ძველი ქიმია გაქრა და მათ ერთმანეთი გადაუყვარდათ. ქერემის ფანები ამბობდნენ, რომ სერენაის სხვა შეუყვარდა და სწორედ ამიტომ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. წყვილის ზუსტი დაშორების მიზეზი მედიისთვის დღემდე უცნობია.
ჰანდე დოგნადემირი
თურქული მედია ხშირად საუბრობდა, რომ ცნობილი სერიალის მთავარ გმირებს ჰანდესა და ქერემს ერთმანეთი უყვარდათ და მსახიობები რომანს მალავდნენ. სერიალი "მზის მოლოდინში" 2014 წლის რომანტიკული თურქული დრამაა, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქერემმა მისზე და ჰანდეზე დასმულ სასიყვარულო შეკითხვას ასე უპასუხა: "ჰანდე დოგნადემირთან თამაში ძალიან სასიამოვნოა, ვფიქრობ იღბლიანი ადამიანი ვიყავი, ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთს ვავსებთ".
ამ ინტერვიუს შემდეგ ჭორები კვლავ დადიოდა, თუმცა სერიალის დასრულების შემდეგ წყვილი ერთად არსად გამოჩენილა და ქერემის ფანებმა იფიქრეს რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
იამურ თანრისევსიმი
სერიალმა "მზის მოლოდინში" ქერემს მეორე სიყვარული აპოვნინა, 2014 წელს სანამ საზოგაოდება ქერემსა და ჰანდე დონადემირს დააწყვილებდა, ქერემი და იამური ერთად იყვნენ.
ისინი ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და სერიალის გადაღების პერიოდში 1 წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ, როდესაც "მზის მოლოდინში" დასრულდა ქერემი და იამური ერთმანეთს დაშორდნენ.
თურქული მედია დაშორების მიზეზად მისსა და ჰანდე დონადემირის რომანს ასახელებდა, თუმცა 2015 წელს ქერემმა სერენაიასთან დაწყებული სასაიყვარულო რომანი გაამჟღავნა და ყველა ჭორს ამით პასუხი გასცა.
დემეთ ოზდემირი
სერენაისთან დაშორების შემდეგ მომხიბვლელი მსახიობი დემეთ ოზდემირთან დააწყვილეს, როგორც თურქული მედია წერდა, დემეთის სასიყვარულო ურთიერთობა ჯან იამანთან ახლა ქერემ ბურსინით გაგრძელდა და გულგატეხილმა ქერემმა სერენაისთან 4 წლიანი რომანის შემდეგ დემეთი შეიყვარა.
დემეთმა და ქერემმა ერთად რამდენიმე პროექტში მიიღეს მონაწილეობა, ისინი ხშირად ნახულობდნენ ერთმანეთს და ასევე ხშირად ჩანდენ ერთმანეთის სოციალურ ქსელებში. პაპარაცებმა სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ქერემი და დემეთი ქუჩაშიც კი დააფიქსირეს.
ქერემმა და დემეთმა ამ თემაზე კომენტარის გაეკთება არ ისურვეს, მათ ურთიერთობა არ დაუდასტურებიათ თუმცა არც უარი სმენია ვინმეს, მსახიობების ფანები ამ დუეტს გულშემატკივრობდნენ.
ჰანდე ერჩელი
სერიალი "ჩემს კარზე დააკაკუნე" "ფოქსის" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროქტია, რომელიც თურქეთის ტელეეკრანებზე ახლაც გადის, სერიალი რამდენიმე ქვეყანაშია ცნობილი და მათ შორის საქართველოს მაყურებელიც მოუთმენლად ელოდება ახალ სერიებს.
ედასა და სერქანიის იდელაური დუეტი, ბოლო 1 თვეა თურქული პრესის განხილვის საგანი გახდა, როგორც ამბობენ ქერემ ბურსინი ჰანდე ერჩელზეა შეყვარებული და ამ გრძნობას მსახიობები ვეღარ მალავენ.
ლაივ ჩართვები, ინტერვიუები, გადასაღბ მოედანზე გადაღებული სასაცილო კადრები, ეს ყველაფერი თურქულ მედიასა და საზოგადოებას ორი უნიჭიერესი მსახიობის ჰანდესა და ქერემის ახლად დაწყებულ სასიყვარულო ურთიერთობას რეალურს ხდის.
ამ თემაზე ჰანდე არ საუბრობს, ქერემი კი ხშირად ამბობს რომ ის და ჰანდე ერთმანეთთან ახლოს არიან და ჰანდე სერიალში კარგ პარტნიორობას უწევს.
რამდენიმე დღის წინ ერჩელი, ქრემის ახალი პროექტის გადაღებაზე დააფიქსირეს, სადაც მხოლოდ ქერემი მონაწილეობს და ფანებმა ივარაუდეს, რომ ჰანდე "შეყვარებულის" სანახავად მივიდა, მედია და თუექული სერიალის მოყვარული საზოგადოება ამ წყვილის ერთად ყოფნას მოუთმენლად ელის.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>