“მე და ბექა აღარ ვართ ერთად, ხდება ცხოვრებაში რაღაცეები“ - ნუკა კვალიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ...
ნუკა კვალიაშვილის პირად ცხოვრებაში ცვლილებებია.
“არა არა, მე და ბექა აღარ ვართ გენაცვალე ერთად, ყველაფერი ჯიგრულად, ჯიგრული საფორთი, კოლეგიალური პატივისცემა და მუსიკალური ერთმანეთის თემაში აღიარება, რომ ის თავის საქმის სპეცია მე ჩემის. არანაირი არაფერი დაძაბული და ცუდი, უბრალოდ მარტივად რო ვთქვათ, ხდება ცხოვრებაში რაღაცეები დროის გასვლასთან ერთად, რაც არ ჯდება ერთმანეთში და იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრება არც თუ ისე გრძელია, რაც არ ჯდება უნდა გამოასწორო და განაგრძო ცხოვრება. ესაა ჩემი კომენტარი! Friendship, support და ა.შ ორივესგან ერთმანეთთან არის ძალიან კაი ლეველზე. მადლობელი ნახვამდის.
ეხლა რაც შემეხება მე, შევეშვი სასმელს , დავიწყე ვარჯიში, დავიწყე სწორი კვება, დავიწყე მეცადინეობა დაკვრაში (გიტარა) დავიწყე მეცადინეობა სიმღერაში, თებერვლის შუა რიცხვებში ვანებებ სიგარეტს თავს“ - წერს მომღერალი.
კვალიაშვილის პირველი ქმარი ნიკუშა კობახიძე იყო. წყვილს ორი შვილი ჰყავს. დაშორების შემდეგ, მომღერლის რჩეული, მუსიკოსი ბექა იყო. წყვილი ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა.