Netflix-ის ახალი ფილმები, რომლებსაც თებერვალში ვიხილავთ - Marao

Netflix-ის ახალი ფილმები, რომლებსაც თებერვალში ვიხილავთ

2021-02-04 11:44:09+04:00


Netflix-ს კინომოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეები აქვს. როგორც ცნობილია, თებერვალი საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი თვე იქნება როგორც მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.

ერთად ვნახოთ, რომელ ფილმებს შემოგვთავაზებს Netflix-ი ამ თვეში:

  • „მალქოლმი და მერი“ / Malcolm & Marie

ზენდეიას ფილმ „მალქოლმი და მერის“ საზოგადოება დიდი ხანია ელის და კინოპროექტს უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. კრიტიკოსებმა, რომლებმაც ფილმი იხილეს, ის „შედევრად“ აღიარეს.

„ეს არ არის სიყვარულის ისტორია“ – ვკითხულობთ ფილმის თრეილერში. როგორც ცნობილია, პარასკევს, 5 თებერვალს, ფილმის დიდი პრემიერა შედგება.

  • „ყველა ბიჭს: ყოველთვის და სამუდამოდ“ / To All the Boys: Always and Forever

ეს Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფილმია, რომელიც თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი.

სცენარის მიხედვით, ლარა ფილმის მესამე ნაწილში კორეაში იმოგზაურებს, ნიუ-იორკში უნივერსიტეტს ესტუმრება და ახალ მეგობრებს გაიჩენს. ლარა და პიტერი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრებას გეგმავენ, თუმცა ბედისწერას სხვა გეგმები აქვს. როგორც ცნობილია, ფილმის პრემიერა 12 თებერვალს იგეგმება.

  • Space Sweepers

Netflix-ი ამჯერად კორეულ ფანტასტიკას გვთავაზობს. ფილმის თრეილერმა შესაძლოა, ცნობილი სერიალი „100“ გაგახსენოთ. კინომოყვარულებში კორეული ფილმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ცნობილია, კინოპროექტის პრემიერა 5 თებერვალს შედგება.

  • „ჯინი და ჯორჯია“ / Ginny & Georgia

ეს ფილმიც თინეიჯერებზეა და ახალგაზრდა დედისა და თინეიჯერი შვილის ისტორიას მოგვითხრობს. ჯინი და ჯორჯია ახალი ცხოვრების დასაწყებად პატარა ქალაქში დასახლდებიან, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ მოხდება, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ.

  • „წითელი წერტილი“ / Red Dot

დაბოლოს, Netflix-ის ძალიან ემოციური შვედური ფილმი წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც თავის გადასარჩენად იბრძვის. კინოპროექტის პრემიერა 11 თებერვალს არის დაგეგმილი.