29 წლის თიკა ჯამბურია ქართული ესტრადიდან საზოგადოებისთვის გამორჩეულად საყვარელი მომღერლების სიის სათავეებში დგას სწორედ თავისი გამორჩეულად სასიამოვნო სიმღერებითა და გულახდილი ქცევებით. თიკამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და ასევე, მეხუთე მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით.
პირველად საბავშვო ბაღში შენიშნეს მისი ვოკალური მონაცემები, თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში ცნობილი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე ამღერეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 9 წლის ასაკში ჩაწერა სიმღერა „ჯეირანი“ და გადაიღო მუსიკალური რგოლი. წითელკაბიანმა გოგონამ მეორე დღეს მეგაპოპულარული ვარსკვლავის სტატუსით გაიღვიძა. მისი სიმღერები დღემდე ტრიალებს ტელე და რადიომაუწყებლობებში. თუმცა პირადი ცხოვრება მას არცთუ ისე კარგად აეწყო. ადრეულ ასაკში დაოჯახება მალე მეუღლის მხრიდან ღალატის შედეგად განქორწინებით დასრულდა.
ქორწინებიდან თიკას გოგონა შეეძინა, რომელსაც დღემდე მარტო ზრდის. პირადზე საუბარს მომღერალი თავს არიდებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მისი გული ჯერ კიდევ თავისუფალია.
ჯამბურია იმ ცნობილების სიაშია, რომლებიც არ მალავენ თავიანთი ვიზუალის ევოლუციას. მომღერალმა პირად "ინსტაგრამგვერდზე" დადო საკუთარ თავზე პლასტიკური ოპერაციის შესახებ ინფორმაციაც - მას ბიშექტომია აქვს ჩატარებული. ეს არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ლოყის ცხიმოვანი წარმონაქმნები ნაწილობრივად ან სრულად ამოიკვეთება. მომღერალი ვინაიდან მუდმივად წონის კორექციაზე მუშაობს, ეს ნაბიჯი მისი მხრიდან საკმაოდ ლოგიკურიც იყო. თიკა დღესდღეისობით აქტიურად არის ჩართული ფიზიკურ აქტივობებში, რაშიც პირადი მწვრთნელი ეხმარება. ასევე ცდილობს დაიცვას ჯანსაღი კვების რეჟიმი.