მსახიობი ლელა მებურიშვილი და ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ორ შვილს ზრდიან. 6 წლის ალექსანდრე და 4 წლის სოფია ამერიკაში მოევლინენ ქვეყანას. ლელა მებურიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს გოგოდ ითვლებოდა თბილისში და პოპულარული მსახიობი გახლდათ, მშვენიერი დედაა, ბოლომდე ჩართულია ბავშვების აღზრდაში და მომავალში კიდევ აპირებს შვილების გაჩენას...
- 30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა, ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.
<div> <div>- პოსტსამშობიარო დეპრესია თუ გქონიათ, ადრე ამაზე ნაკლებად საუბრობდნენ ქალები...- შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია. ძალიან მიყვარს პატარები, განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.
- რამდენად მობილიზებული იყავით, როდესაც პატარა ტირილს იწყებდა?
- პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს. მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებასო, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია.</div>
</div>
<div>- მეორე შვილის გაჩენის გადაწყვეტილება ადვილად მიიღეთ?</div>