ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს-კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი? - Marao

ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაოფიციალური "დრეს-კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

2021-02-18 10:56:13+04:00

ეს ქალები წლებია, რაც ეკრანზე, შეხვედრებსა თუ საზოგადოებაში მკაცრი, ოფიციალური სტილის სამოსით ჩანან. ნაწილი სხვადასხვა დროს პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიდა, ნაწილი წლებია, აქციებზე დგას - ყველა შემთხვევაში მათი პოლიტიკის მიღმა "დრეს-კოდი" განსხვავებულია. წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსი ქალების არაპოლიტიკურ "დრეს-კოდს".

ნინო ბურჯანაძე

20 წელზე მეტია ის საზოგადოებას მკაცრი სტილით, ერთი და იმავე ვარცხნილობით და მარგალიტებით ახსოვს, ბოლო წლებში კი ჯინსებითა და სპორტული ფეხსაცმელებითაც ხშირად ჩნდება აქციებზე თუ წინასაარჩევნო შეხვედრებზე.

თუმცა ვერ ელევა თავის საყვარელ ბრენდს, Chanel-ს და ხშირად იხილავთ ამ ბრენდის ჩანთით, შარფით თუ სხვა აქსესუარით.

• თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური "დრეს-კოდი" პიჯაკებს, კლასიკურ შარვლებსა და კაბებს მოიცავს, თუმცა თინა ბოკუჩავა თავისუფალ სტილსაც არაჩვეულებრივად ირგებს და ხშირად იხილავთ ჯინსის შარვლითა და სპორტული სამოსით.

• თინა ხიდაშელი

ასევე დაგაინტერესებთ

13:16 / 11-02-2021

ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ძალიან უყვარს მოგზაურობა. ხშირად უხვევს ოფიციალურ სტილს, მაგრამ ყოველთვის უკეთია საყვარელი საყურე.

• თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პარლამენტარის არაოფიციალურ სამოსში ხილვა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა იყო დრო, როდესაც წულუკიანი სიამოვნებით ირგებდა ჯინსებს.

• მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახე ცოტა ხნის წინ ქვეყნის ტურიზმს კურირებდა, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან პარტიის საპარლამენტო სიის ათეულში აღმოჩნდა და ახლა უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია.

31 წლის ქვრივიშვილი შეყვარებულია მოგზაურობაზე, Rolex-ის საათებზე. მისი ჩაცმის სტილი ძირითადად კლასიკურია და მას ხშირად იხილავთ პერანგებსა და პიჯაკებში, თუმცა ქვრივიშვილის ხილვა "ქეჟუალ" სტილის სამოსშიცაა შესაძლებელი.

• ნინო წილოსანი

მილიონერი დეპუტატის არაოფიციალური სტილიც კი ნახევრად გლამურულია.

• ეკატერინე ბესელია

მისი სტილი არავის ჰგავს. უყვარს ნათელი ფერები და საზოგადოების გაოცება.

• სანდრა რულოვსი

მას სტილს მაშინაც უწუნებდნენ, როდესაც საქართველოს პირველი ლედი იყო, თუმცა ჩაცმის გამო კრიტიკა სანდრა რულოვსს არასოდეს აღელვებდა.

• ირმა ნადირაშვილი

ყოფილი რეპორტიორი პოლიტიკაშიც არ ღალატობს ჩაცმის თავისუფალ სტილს. როგორც ჩანს, მისთვის მთავარი კომფორტია.

• სალომე სამადაშვილი

ორეულები, შარფები, აქსესუარები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრს საზოგადოება ძირითადად კლასიკურ სამოსში ხედავს და ვფიქრობთ, ასეთ სალომე სამადაშვილს ბევრი თქვენგანი პირველად ნახავს.

• იხილეთ სრულად