გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი სწორედ ის ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანია, რომლებიც წლის საუკეთესო წყვილად აღიარეს.
16-წლიანი ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ ახდენს გავლენას ლამაზი წყვილის ურთიერთობაზე.
პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ და აბალანსებენ.
მარიტა - სადა, საყვარელი გოგონაა, რომლის სისადავე მის ჩაცმის სტილშიც იკითხება.
ძალიან უყვარს თეთრი ფერის სამოსი და კლასიკური სტილის მიმდევარია. თუმცა სპორტული სტილიც ძალიან უხდება.
კლასიკურ სამოსს ლამაზ შარფებსაც საინტერესოდ უხამებს.
ქალის ყველაზე ლამაზი სამკაული მისი ღიმილია. ეს სამკაული მარიტას განსაკუთრებულად ამშვენებს. ეს მის ფოტოებს უფრო დასამახსოვრებელს და ლამაზს ხდის.
მარიტა და გიორგი ცოტა ხნის წინ სტუმრად რადიოშიც იყვნენ. მათი ურთიერთობა გამომწერებს აინტერესებთ და ძალიან ახარებთ, რაც თითოეულ კომენტარში იგრძნობა.
"მადლობა, ახალი, საუკეთესო მომენტებისა და მოგონებებისთვის"- ამბობს მარიტა საყვარელი მეუღლის მიმართ და ბედნიერი ღიმილით ბრწყინავს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>