როგორი გოგო სჭირდება ნოდიკო ტატიშვილს - ამ თემაზე მომღერალმა გადაცემაში "ფარული კონვერტი" ისაუბრა.
ია ფარულავას კითხვაზე, აუცილებლად უნდა იყოს თუ არა გოგო ქალიშვილი, ნოდიკო პასუხობს: "რა სისულელა".
მომღერალის თქმით, არც შვილიანი გოგოა მისთვის პრობლემა.
"რა უხერხული კითხვაა. ყველაზე მთავარი არის ალბათ, რომ მიყვარდეს და ვუყვარდე. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ერთი შვილი ჰყავს თუ ხუთი, ქალიშვილია თუ არა ქალიშვილი”- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.