ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ძალიან უყვარს ცხარე საკვები, ზოგიერთები კი ყველაფერ ცხარეს ერიდებიან. ცნობილია, რომ წიწაკა და, ზოგადად, ცხარე კერძები, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს. ასევე, ნეგატიურად მოქმედებს კანზე, თუმცა ცოტამ თუ იცის ის სასარგებლო თვისებები, რომლებიც მას გააჩნია.
ის გვეხმარება დავიკლოთ. ასტიმულირებს ცხიმის წვას, რაც ზედმეტი კილოგრამების დაკარგვაში გვეხმარება.
წიწაკა შეიცავს დიდი რაოდენობით C და A ვიტამინებს, რაც გულის კუნთებს მუშაობასა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება. საშუალო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა შეიცავს
C და A ვიტამინების დღიურ ნორმას. ის სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს, რაც ამცირებს ჰიპერტონიის რისკს.
როგორც უკვე ვთქვით, წიწაკა გულის კუნთს ასტიმულირებს. ის ძალიან კარგია მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
აქტიურად ებრძვის მკვდარ უჯრედებს. მისი მოხმარებით შეამცირებთ დაავადების რისკს. ამავდროულად, მიმდინარეობს კვლევები და ფიქრობენ, რომ მას შეუძლია უკვე არსებული დაავადების შეჩერება. წიწაკა სიმსივნური წარმონაქმნის გაზრდას ხელს უშლის.
წაიკითხეთ სრულად