ტელესახე და მომღერალი თიკა ფაცაცია ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით თავის მოვლის მომხრეა და "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
თიკას სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს და ინიექციურ მეთოდებს მასაჟებს ამჯობინებს, ხოლო ქიმიურ საშუალებებს სახლში მომზადებული ნატურალური პროდუქტებით ანაცვლებს.
ამჯერად ტელესახემ საკუთარ გამომწერებს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული სახის ნიღაბი გაუზიარა და ფოტოებიც გამოაქვეყნა.
"სახლურ ნიღაბს გიზიარებთ; კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი. წავისვათ სახესა და ყელის ზონაზე, დავაფინოთ ერთი ფენა ხელსახოცი, შემდეგ ისევ წავისვათ ცილა მეორე ფენად და კვლავ დავიფაროთ მეორე ფენა ხელსახოცი. რომ შეშრება, თაბაშირივით ძვრება. არის სასიამოვნოც, ეფექტურიც წვრილი ნაოჭებისთვის. ჩამოიხსენით ნიღაბი, დაიტენიანეთ სახე და წავედით. ბედნიერი დღე, ჩემო კარგებო", - წერს თიკა და საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს.

