რა უნდა იცოდეთ, სანამ ბავშვისათვის ტკბილეულის შეძენას გადაწყვეტთ - Marao

რა უნდა იცოდეთ, სანამ ბავშვისათვის ტკბილეულის შეძენას გადაწყვეტთ

2020-03-09 15:58:21+04:00


ბავშვის კვების რაციონში ტკბილეულის შეტანის საკითხი ბევრ მშობელს სერიოზულად აწუხებს. კანფეტები, მარმელადი, პასტილა და შოკოლადი იმდენად მოსწონთ პატარებს, რომ შეუძლიათ მთელი დღე, სადილის და ვახშმის ნაცვლადაც მიირთვან. რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრებაში პირველი ტკბილეულის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს და მისი მიცემაც მხოლოდ ექიმების მიერ რეკომენდებული ასაკიდანაა მიზანშეწონილი.

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვებისთვის ტკბილეულის მიცემა?

2 წლიდან ნებადართულია ნატურალური ტკბილეული, რომელთა შორისაა მურაბა და ჯემი. რაც შეეხება თაფლს, აჯობებს 3 წლის ასაკამდე დაიცადოთ და დღეში 2 ჩაის კოვზზე მეტი არ მისცეთ. 3 წლიდან შეიძლება ზეფირი, მარმელადი, ვაფლი, პასტილა და ზოგიერთი აღმოსავლური ტკბილეული. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილად ორ-ნახევარი წლის ასაკიდან მუშაობს. ამიტომ, ენდოკრინოლოგები და პედიატრები გვირჩევენ, რომ შოკოლადი ბავშვს 3 წლის ასაკიდან მივცეთ.

ბავშვის ორგანიზმზე ტკბილეულის გავლენის თემაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული. მცირე ასაკში ტკბილეულის შეტანა ბავშვის რაციონში ზრდის სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის რისკს. შოკოლადი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია ტკბილეულს შორის. მთავარია, ბავშვს არ მისცეთ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი. ამასთან, გასათვალისწინებელია ბავშვის ხასიათი და ფიზიკური აქტივობა. მათთვის, ვინც დიდ ენერგიას ხარჯავს თამაშებსა და სპორტში, შოკოლადი სასარგებლო იქნება, რადგან ის სწრაფად ავსებს კალორიების დეფიციტს.

როგორ შევიტანოთ შოკოლადი ბავშვის რაციონში?

ყველანაირი შოკოლადი სასარგებლოა ბავშვისთვის? - რა თქმა უნდა, არა! თუკი უფროსებს დროდადრო შეუძლიათ გაინებივრონ თავი რძიანი ან თეთრი შოკოლადის ფილით, ბავშვებში ამ პროდუქტებს უკუჩვენება აქვს. საქმე დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობაში და სხვა, არაჯანსაღ დანამატებშია, რომლებსაც ეს პროდუქტები შეიცავს.

  • თუ თქვენი ბავშვი უკვე 2 წლის გახდა, შეგიძლიათ მას შოკოლადი მისცეთ, მაგრამ დაიწყეთ თბილი კაკაოს მცირე ულუფით. ეს არის სასმელი, რომელიც კაკაოს მარცვლებისაგან შედგება. კაკაოს მიცემით დარწმუნდებით, რომ ბავშვი არ არის ალერგიული მის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან იშვიათია. ხშირად გამონაყარი, რომელიც შოკოლადის მიცემის შემდეგ ჩნდება, არის რეაქცია დანამატებზე და არა თავად კაკაოზე. ამიტომაც დარწმუნდით, რომ ხარისხიან პროდუქტს ყიდულობთ და ყურადღებით წაიკითხეთ ტკბილეულის შემადგენლობა.
მაგალითისთვის განვიხილოთ ქართული ბრენდის - „სანდომის“ პროდუქტი „რობი“, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება და არ შეიცავს მავნე დანამატებს. ბრენდი „სანდომი“ არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, დინამიკური, ინოვაციური კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. კომპანია უკვე ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელია, რაც იმის დასტურია, რომ "სანდომი" აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება.

  • შოკოლადის მიცემა ბავშვისთვის დღის დასაწყისში, საუზმის შემდეგ აჯობებს.
შოკოლადში შაქრის შემცველობა ძალიან დაბალია. ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ტრიპტოფანს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს და თეობრომს. რაც შეეხება თეთრი და რძიანი შოკოლადის მიცემას, დიეტოლოგები გვირჩევენ, რაც შეიძლება დიდხანს გადავდოთ. უკუჩვენებებშია ჭარბი წონა, შინაგანი ორგანოების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ლაქტოზის აუტანლობა. თეთრ შოკოლადში შაქრის შემცველობა საფრთხეს უქმნის კბილის მინანქარს და კბილებს. ნახშირწყლების დიდი რაოდენობა სისხლში გლუკოზის ზრდას იწვევს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვის რაციონში მხოლოდ შავი შოკოლადი იქნება.

ხარისხიან პროდუქტს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი და სწრაფად დნებოდეს ხელებსა და პირში. შოკოლადის დოზა ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ. დაიწყეთ დღეში ერთი ულუფით. 5 წლიდან კი დღეში 2-3 ულუფაც შეგიძლიათ მისცეთ. კვირაში 50 გრამი დასაშვები ნორმაა.

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს შოკოლადი დანამატებით?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქვს დამატებული მწარმოებელს. თხილი, ჩირი, ვაფლი ნამდვილად არ მოუტანს ზიანს ბავშვს. ნუგა, მარმელადი, ჰაეროვანი ბრინჯი - უმჯობესია 5 წლის ასაკიდან მისცეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის რაციონში შევიდეს შოკოლადები ლიქიორის ან კონიაკის შემცველობით.

და რაც მთავარია, კარგად აუხსენით ბავშვს, რომ ნებისმიერი საკვები ზომიერად უნდა მიირთვას, მაშინაც კი, თუ ის ძალიან, ძალიან გემრიელია!