ჟურნალისტ ნუცა ქავთარაძეს და მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს ახლახან შვილი შეეძინათ. წყვილმა ბიჭს ალექსანდრე დაარქვა და საკუთარ ემოციებს საჯაროდ გადმოსცემენ.
ნუცას თქმით, აჩიკო მის მშობიარობას დაესწრო, რადგან უნდოდა, რომ შვილის დაბადების მომენტი ორივეს დამახსოვრებოდა.
„ცხრა თვის განმავლობაში მეუღლე გვერდით მყავდა და მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. თუმცა, მამაკაცმა რაც უნდა გააკეთოს, ფეხმძიმე ქალის განცდებს სრულად ვერ გაიზიარებს.
მთავარ მომენტში მეუღლე შენ გვერდით რომ იყოს, ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი, ეგოისტური, რომ მარტო არ იყო და მეორე - ვიცოდი, რომ იმ ემოციებს, რაც შვილის დაბადებას ახლავს აჩიკოს სიტყვებით ვერ გადავცემდი. ამიტომ მინდოდა, ეს ემოცია ერთად განგვეცადა და ორივეს დაგვმახსოვრებოდა“.
აჩიკოს აზრით, საყვარელი ქალისთვის მშობიარობის დროს გვერდით დგომა მნიშვნელოვანია.
„მამაკაცმა შენი წილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო. ერთადერთი, რაც ამ დროს საყვარელი ადამიანისთვის შეგიძლია გააკეთო, მისი ტკივილისა და ნერვიულობის გაზიარებაა, რომელსაც მის გვერდით დგომით აკეთებ. თუმცა, რისი ატანაც ქალს შეუძლია, მამაკაცი ამას ვერ გაუძლებს“, - ამბობს აჩიკო.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>