მომღერალმა რატი დურგლიშვილმა ახალი იმიჯი მოირგო, რატიმ წვერი გაიპარსა და ყველასგან მოულოდნელად ეს სიახლე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მომღერალი უკვე წლებია, წვერს და ერთი სტილის ვარცხნილობას ატარებს, რატის უწვეროდ ნახვა მისი მეგობრებისა და გამომწერებისთვის უცხო აღმოჩნდა.
დურგლიშვილი საზოგადოებამ "დუეტი ჯორჯიადან" გაიცნო, რატი და მაკა ზამბახიძე წლების წინ, ყველასთვის საყვარელ სიმღერებს ასრულებდნენ, ეს ორი მომღერალი ქართულმა საზოგაოდებამ მალევე შეიყვარა. თუმცა რამდენიმე წელში დუეტი დაიშალა, რატიმ და მაკამ კი კარიერა დამოუკიდებლად გააგრძელეს.
რატი სოციალურ ქსელში ძალაინ აქტიურია, მომღერალს თავისუფალი ჩაცმის სტილი მოსწონს და სპორტულ სამოსში გადაღებულ სურათებსაც ხშირად აქვეყნებს.
ახალი იმიჯი რატის მეგობრებს მოეწონათ, თუმცა ბევრის გაკვირვებაც გამოიწვია. "ვერ გიცანი", - უწერენ რატის კომენტარებში.