ქართველი მოდელი და პროექტი "მასტერშეფის" მონაწილე თათია თექთურმანიძე საზოგადოებას რამდენიმე წლის წინ გაეცნო. რუსეთში მოღვაწე ქართველი მოდელი კონკურსში მონაწილეობის დღიდან მალევე პოპულარული გახდა და "დესერტების პრინცესას" ტიტულიც დაიმსახურა.
თათიამ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოსკოვში გაატარა, სკოლა და უმაღლეს სასწავლებელიც იქ დაამთავრა. თათიას მშობლები ახლაც მოსკოვში ცხოვრობენ და მოდელი ქალაქს ხშირად სტუმრობს.
თათია პროფესიით იურისტია, მოდელობა და კულინარია მისი გატაცებაა. 2018 წელს, თექთურმანიძე რუსულ სილამაზის კონკურსში "მის ოფისი" მონაწილეობდა, სადაც 30 კანდიდატთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოდა. მოდელმა კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა და "მის ოფისი" საჩუქრებით დახუნძლულმა დატოვა.
თათია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, "ინსტაგრამზე" გამომწერებს თავის ყოველდღიურ ამბებს, საინტერესო რეცეპტებსა და დასვენების საოცარ ფოტობს უზიარებს.
თათია შესანიშნავ ფორმაშია, როგორც თვითონ ამბობს ტკბილეულობა ასუქებს, თუმცა დესერტის გაკეთებაზე გიჟდება და ვერც მის დაგემოვნებაზე ამბობს უარს.
მოდელს ფოტოების გადაღება უყვარს და კამერის წინ ხშირად ჩნდება. თექთურმანიძე თავის პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში ამ თემაზე შეკითხვებს ხშირად უსვამენ.
თათიას სტილი მის გამომწერებს ძალიან მოსწონთ, მოდელს ფერადი სამოსი მოსწონს და საღამოს კაბებს ხშირად ირგებს.
ამ ბოლო დროს, მოდელმა სპორტულ სამოსში გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოქვეყნა, თათიას ერთი კონკრეტული სტილი არ აქვს არჩეული, სამოსს სიტუაციისა და ადგილის მიხედვით არჩევს.
მოსკოვისადმი დიდ სიყვარულს გოგონა არასდროს მალავს და იმასაც ხშირად აღნიშნავს, რომ მოსკოვში კარგი ხალხი ცხოვრობს.