ვერძი
ახალი იდეების განხორციელების დრო კვირის ბოლოსკენ მოგეცემათ. მანამდე ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ ადამიანს. უქმეებზე ოჯახური წვეულებების, ნათესავებთან შეხვედრის დრო დაგიდგებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 21 მარტი
კურო
გავლენიანი მეგობრების დახმარებით შეძლებთ წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებას. კვირის მეორე ნახევარში დაისახეთ მიზნები და აქტიურად იმოქმედეთ. უქმეებზე მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, განვითარებას.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 19 მარტი
ტყუპი
აღმოჩენების, შთაბეჭდილებების მიღების, მოგზაურობის სურვილი მოგეძალებათ. ამისათვის, უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. ერთ საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ შინ. მარტოხელებს რომანტიკული შეხვედრა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 21 მარტი
კირჩხიბი
ეცადეთ, გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში; ვინა თქვენთვის ნამდვილად ძვირფასი. ოჯახური საქმეებსაც ვერსად გაექცევით. დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ მომავალი.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 21 მარტი
ლომი
შემოქმედებითი და საქმიანი იდეების განვითარებას შეძლებთ. ფორტუნა სიყვარულშიც გწყალობთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. უქმეებზე წვეულებებს არ გამოაკლდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 18 მარტი
ქალწული
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე; პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. სხვათა შორის, საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით. უქმეები ძალების აღდგენას დაუთმეთ. გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20, 21 მარტი
სასწორი
თქვენგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ელიან. მშვიდად და წყნარად მოიფიქრეთ ყველაფერი. კვირის მეორე ნახევარში შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ. უქმეები კი ოჯახურ გარემოში გაატარეთ, მიაქციეთ ყურადღება მშობლებსა და შვილებს.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 20 მარტი
მორიელი
ნუ დაიშურებთ ნურც ფულს და ნურც დროს ახალი განათლების მისაღებად; მისი წყალობით მაღალანაზღაურებად თანამდებობას მიიღებთ. კვირის ბოლოს ენერგიის, განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. ნუ მალავთ გრძნობებს, დროა, ყველამ გაიგოს, რომ ბედნიერი ხართ.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 19 მარტი
მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ, რომ სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი; იყავით დაკვირვებული. შუა კვირიდან ახალი იდეეის განხორციელების საშუალება მოგეცემათ. უქმეები მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 17, 21 მარტი
თხის რქა
კვირის დასაწყისში მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ნათესავებს, დასვენებას. ხუთშაბათიდან კი ახალი საქმეების მოგვარებას შეუდექით. ჯერ მცირე ვალდებულებები შეასრულეთ. გამარჯვებები თავდაჯერებულობას მოგიმატებთ. უქმეებზე საყიდლებისთვის მოიცალეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 16, 18 მარტი
მერწყული
ცვლილებებისა და ახალი გეგმების შედგენის კვირაა. სამსახურში წარმატება გელით, საქმეების მოგვარებაში ერთგული ახლობლები დაგეხმარებიან. უქმეები მეგობრებთნ შეხვედრას და სამომავლო იდეების განხილვას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 16 მარტი
თევზები
იყავით კორექტული გარშემო მყოფებთან. გაუგებრობები მშვიდად მოაგვარეთ, კონფლიქტში ნუ გადაზრდით. კარგ რჩევებს მეგობრები მოგცემენ. პარასკევს მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი. უქმეებზე მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაემგზავრეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 15, 19 მარტი