ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ხშირად სეირნობს შვილებთან ერთად კუს ტბაზე და ამის ამსახველ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს.
თამომ დღესაც გადაწყვიტა ბავშვებთან ერთად გასეირნება და უფროს შვილს, სოფიას ნაყინიც დააგემოვნებინა. ამასთან დაკავშირებით, ფოტომოდელი ამბობს, რომ წესით არ უნდა აჭმევდეს ნაყინს, მაგრამ ბავშვს უარს ვერ ეუბნება.
"წესით ახლა უნდა ვუთხრა, რომ არ შეიძლება, დედიკო, ნაყინი, გაცივდები, მაგრამ მეც ხომ ვიყავი ამის ხელა და ვიცი, როგორ უნდა", - აღნიშნავს თამო.
ვაშალომიძეს სოფიას გარდა კიდევ ერთი შვილი - მაქსიმე ამჟამინდელი პარტნიორისგან, აკა სამხარაძისგან ჰყავს. სოფიას მამის ვინაობას კი მოდელი დღემდე არ ამხელს.
როგორც ცნობილია, თამო და აკა ახლო მომავალში დაქორწინებასა და ურთიერთობის გაოფიციალურებას გეგმავენ.