ტელესახე მაია ასათიანი ქალბატონებს ახალი წლის დღესასწაულზე მომატებულ წონაზე ესაუბრებოდა და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა.
ფაქტია, რომ ახლა შესანიშნავ ფორმაშია, რაც მის გამომწერებს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენიათ.
ცოტა ხნის წინ, მას გადაცემაში ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი მსახიობი, ზურა ყიფშიძე ჰყავდა, რომელთან ერთად გამოქვეყნებულმა ფოტოებმაც უამრავი თბილი შეფასება დაიმსახურა.
რაც შეეხება ფორმაში ყოფნას. მაია აღნიშნავს, რომ როდესაც წონაში იმატებს, მოყინვის პროცედურებს იტარებს, აგრეთვე ჯანსაღად იკვებება, სვამს დღეში 2 ლიტრ წყალს და ხშირად ვარჯიშობს. წონაში დაკლების მსურველ გამომწერებსაც მოუწოდებს, რომ ივარჯიშონ, ბევრი წყალი დალიონ და ცომეულს მოერიდონ.
მაიას ახალ ფოტოებს მისი თაყვანისმცემლების მხრიდან შემდეგი კომენტარები მოჰყვა:
„მინდა ასეთი შეყვარებული“, „ძალიან კარგი ხარ მაია. ხშირად გაიღიმე“, „ ძალიან საყვარელი და მიმზიდველი ხარ“ და ა.შ..
ფაქტია, რომ ტელესახეს კრიტიკოსებთან ერთად, ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს, რომლებიც დაუზარელად ცდილობენ, მოტივაცია აუმაღლონ და დადებითი განწყობა შეუქმნან.