მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის, ისეთი ცხოვრება აქვთ, ნებისმიერ ადამიანს შეშურდება.
36 წლის კრიშტიანო რონალდომ 2 ტურის წინ "კალიარისთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა და კარიერაში 740 გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ პელეს გატანილი ბურთებით გადაასწრო.
რაც შეეხებას ლეოს, 33 წლის არგენტინელმა "ბლაუგრანას" რიგებში "სოსიედადთან" თავისი 768-ე შეხვედრა გამართა და კატალონიური კლუბის ლეგენდას, ხავი ერნანდესს "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობაში გადაასწრო. შეგახსენებთ, მესიმ ეს მიღწევა დუბლით აღნიშნა, ხოლო "ბარსამ" 6:1 იმარჯვა.
მათი ბრწყინვალე კარიერიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს კოლოსალური ანაზღაურება აქვთ, რითაც აქვთ
საშუალება, იცხოვრონ ისე, როგორც მათ კარიერას შეესაბამება. Forbs-ის მიხედვით, ისინი პირველი ფეხბურთელი მილიარდერები გახდებიან.
საინტერესოა, რაში ხარჯავენ ასტრონომიულ ანაზღაურებას?
სახლები
ორივე ფეხბურთელის საცხოვრებელი სახლი ყოველთვის განსხვავებული დახვეწილობით გამოირჩეოდა.
პორტუგალიიდან ინგლისში გადასვლის შემდეგ რონალდომ 3 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი შეიძინა. 2009 წელს "რეალში" გადაბარგდა, საცხოვრებელში 4.9 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
რაც შეეხება ტურინის საცხოვრებელს, პორტუგალიელი სუპერმოდელ ჯიანა როდრიგესთან ერთად დიდ ვილაში ცხოვრობს, სადაც მისასვლელად კერძო გზის გავლაა საჭირო. კრიშტიანოს საკუთრება საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე მდებარეობს და სხვადასხვა ვერანდიდან ულამაზესი ხედი იშლება.
იხილეთ სრულად