ცნობილი მოდელი, ოთხი შვილის დედა და სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის" დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია.
მისი მიმდევრები ყოველთვის თბილ და გამორჩეულ კომპლიმენტებს იმეტებენ.
ცოტა ხნის წინ ნინომ ახალი ფოტოები შემოგვთავაზა და განახლებული ვარცხნილობით გამოგვეცხადა.
ამ სიახლეს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
თაკო ნაცვლიშვილმა ნინოს დაუკომენტარა, რომ ძალიან მაგარი დედაა და როგორც ჩანს, მისი ვარცხნილობაც ძალიან მოსწონს.
ახალ ფოტოებზე ნინო საოცრად ახალგაზრდულად და მომხიბლავად გამოიყურება.
ზოგიერთ ახალ ფოტოზე ნინო თითქმის უმაკიაჟოდაა.
მსგავსი ვარცხნილობა ამ სეზონზე ტრენდულია და გარისკვად ნამდვილად ღირს.
მშვენიერი ქალბატონის გარდერობი სავსეა კლასიკური, სადა სამოსით, რომელიც სიახლეებს ყოველთვის ერგება.
მნიშვნელოვანი ნაწილია აქსესუარებიც. დახვეწილი ქალბატონი საათებს და სხვა საინტერესო აქსესუარებს ხშირად ატარებს.