ნატალია ქუთათელაძე პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და მისი ფეხმძიმობის შესახებ ეკა მამალაძემ გაანდო საზოგადოებას. მომღერალმა შვილის პირადულ და კარიერულ კითხვებს რადიო "ფორტუნას" ეთერში, „არტ Fm“ თათა სადრაძესთან სტუმრობისას უპასუხა.
მისი თქმით, ბებია სექტემბერში გახდება.
"ძალიან ბედნიერები ვართ, ნატალიკო სექტემბერში ბავშვს ელოდება. ნატალია პანდემიის დროს ძალიან სერიოზულ კონკურსში მონაწილეობდა და სამივე ტურში გაიმარჯვა. ივნისის თვეში მისი ფინალური ტური იმართება და ნატალია მაინც ფიქრობს, წავიდეს თუ არა", - აღნიშნავს ეკა მამალაძე.
ცნობისთვის, ნატალია რამდენიმე წელია დაოჯახებულია. მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძე აქტიურად ჩანს მომღერლის "ინსტაგრამზე". მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი ახლა საქართველოში იმყოფება.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნატალია ქუთათელაძის სტილი და ოჯახური ფოტოები